ცნობილმა საფეხბურთო აგენტმა, ხორხე მენდეშმა განაცხადა, რომ დავიდ დე ხეა და "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებებს ახალი კონტრაქტის თაობაზე.
"იუნაიტედის" 24 წლის მეკარეს მოქმედი კონტრაქტით მხოლოდ ერთი წელი აკავშირებს "წითელ ეშმაკებთან" და მისით მადრიდის "რეალი" ინტერესდება.
პრესაში გავრცელებული ცნობით, მადრიდული გრანდი უკვე დაუკავშირდა დე ხეას და მოლაპარაკებების წარმოებასაც შეუდგა, თუმცა აგენტმა ჭორი უარყო.
"სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "რეალი" და დე ხეა მოლაპარაკებებს აწარმოებენ." - განაცხადა მენდეშმა.
Daily Star-ის ცნობით, "მანჩესტერ იუნაიტედმა" დე ხეას ახალი კონტრაქტი უკვე შესთავაზა და მხოლოდ დეტალებიღა დარჩა მოსაგვარებელი.
მენდეში ეს ინფორმაცია ადასტურებს.
"ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გასახანგძლიველად მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ." - დაასრულა დე ხეას აგენტმა.