"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა თავდამსხმელმა, დუაით იორკმა ლუი ვან გაალის ხელმძღვანელობის ქვეშ "წითელი ეშმაკების" მიერ ნაჩვენები ფეხბურთის მიმართ უკმაყოფილება გამოხატა.
ჰოლანდიელი სპეციალისტის შეგირდებმა "ბოლეინ გრაუნდზე" "ვესტ ჰემთან" ფრე, 1-1 ითამაშეს და იორკზე ცუდი შთაბეჭდილება მოახდინეს.
დუაითს მიაჩნია, რომ ეს თამაში თავისი არსით "იუნაიტედს" არ შეესაბამება.
"ვერ ვხედავდი, რომ ბურთი სწრაფად გადაიოდა. წინ პასებს აპათიურად იძლეოდნენ.
მოედნის მეორე ბოლოში საკო და ვალენსია "იუნაიტედის" დაცვას არღვევდნენ, "ეშმაკები" კი უნიათოდ მოქმედებდნენ და ეს "იუნაიტედის" თამაში სულაც არ არის.
ჩვენ მოქმედებისთვისა და ჩართული მოთამაშეებისთვის სივრცეების შექმნისთვის თვალის დევნება მოგვწონს. ფალკაოსა და ვან პერსის წინააღმდეგ თავდაცვა ძალიან იოლი იყო." - განაცხადა იორკმა.