თბილისი:
მანჩესტერი:
8-02-2015, 23:44
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2862,
კომენტარები: 18
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გვძულდეს ვან გაალი
5 მარტივი მიზეზი.
5 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გვძულდეს ვან გაალი
გასულ წელს დასრულდა ის საზარელი სეზონი, რომელშიც დევიდ მოიესის "გენიალური" გადაწყვეტილებები სიცილად არ ჰყოფნიდა საფეხბურთო სამყაროს. 2014 წლის მუნდიალის დასრულების შემდეგ გაირკვა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მვწვრთნელი ლუი ვან გაალი გახდებოდა.

მოლოდინები ბევრი გახდლათ. ჰოლადნიელ მწვრთვნელს უამრავ კლუბში უმუშავია და წარმატებას მიაღწია კიდეც. მას ავანტიურისტული გადაწყვეტილებები სჩვევია და ხშირ შემთხვევაში ამართლებდა კიდეც (გავიხსენოთ განვლილ მუნდიალზე პენალტების წინ მეკარის შეცვლა). მაგრამ რამდენად გაამართლა მან "იუნაიტედში" ამაზე კომენტარის გაკეთება თქვენთვის მომინდვია.

შეგახსენებთ რომ ლუი ვან გაალმა ახალი წყობა 3-5-2 დანერგა გუნდში, რომელმაც მხოლოდ წინასასეზონო ტურნეზე გაამართლა. ლუიმ ასევე განაცხადა რომ გუნდის ფეხზე დასაყენებლად სამი თვე დასჭირდებოდა. ქვემოთ მინდა შემოგთავაზოთ მიზეზები, თუ რატომ უნდა ვიყოთ უარყოფითად გამსწვალულნი ვან გაალის მიმართ და უნდა ველოდოთ თუ არა მისგან უკეთესს.

1. სიჯიუტე

როგორც უკვე მივეჩვიეთ, ვან გაალი გადაწყვეტილებებს ადვილად არ ცვლის და ხალხის აზრი სულაც არ აინტერესებს. ბევრჯერ იქნა კრიტიკის ქარ-ცეცხლში მისი სათამაშო სტილი და 3-5-2 ტაქტიკა გატარებული, მაგრამ ბატონი ლუი ჯიუტად არ იცვლიდა აზრს. მას აგრეთვე შეგვიძლია მიკერძოებაში დავდოთ ბრალი, რომელიც თანამემამულეების ზედმეტ ნდობაში გამოიხატება. თუ რომელიმე ფეხბურთელი, დეილი ბლინდი ან რობინ ვან პერსი ფიზიკურად მწყობრშია, ის თვალდახუჭული ენდობა მათ, მიუხედავად მათი თამაშის დონისა. ამ შემთხვევაში აქცენტი რობინ ვან პერსიზე უნდა გაკეთდეს, რადგან ბლინდი ასე თუ ისე, კარგად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას. მოგეხსენებათ რობინი კლუბის ბომბარდირია 9 გატანილი გოლით, მაგრამ მომენტების რეალიზების მხრივ იგი აშკარად მოიკოჭლებს. მეტიც, მას სულაც არ ეტყობა მოტივაცია და მხოლოდ საჯარიმოში თუ მიიღებს ბურთს, რომელსაც დიდი ალბათობით არც გადააწვდის თანაგუნდელს და პირდაპირ კარში დარტყმას გადაწყვეტს. სიჯიუტე შესაძლოა ბევრისთვის დადებით თვისებად იქნეს მიჩნეული, მაგრამ ამ შემთხევაში ჯობს კონსულტაცია გაიარო თანამოაზრეებთან.

2. ავანტიურა

მუნდიალზე მეკარის შეცვლაზე უკვე ვთქვით, რომელმა საქციელმაც ვან გაალს კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება მოუტანა. მიუხედავად იმისა, რომ მის სათამაშო ტაქტიკას ბევრი კრიტიკოსი ჰყავს, ვან გაალი ხშირად იყენებს 3-5-2 სქემას და თუ არ იყენებს, მაშინ ისევ ავანტიურას რთავს საქმეში. ალბათ ვან გაალის გარდა ყველასთვის გასაკვირია რა ესაქმება გუნდის პოტენციურ ბომბარდის ჩამშლელის პოზიციაზე, მოედნის ცენტრში. დიახ, უეინ რუნი ბოლო მატჩებია მოედნის ცენტრს ამაგრებს და იშვიათად თუ ეძლევა კარში დარტყმის შანსი. რუნის ნახევარმცველობა შედარებით ადვილი "მოსანელებელია", მაგრამ ალბათ არავის აქვს წარმოდგება თუ რატომ აწოდებს კუთხურებს ფილ ჯონსი, ან რა ესაქმება ანხელ დი მარიას თავდასხმაში. ამ ყველაფერზე პასუხი მხოლოდ ვან გაალს აქვს. ჩვენ, რიგითმა გულშემატკივრებმა კი თავისუფლად შეგვიძლია ვუწოდოთ ამ ყველაფერს ერთი სიტყვა - ავანტიურა.

3. გულგრილობა

ალბათ ყველას შეგიმჩნევიათ ვან გაალის დამშვიდებული სახე, მაშინ როდესაც მისი გუნდი უსახურ ფეხბურთს თამაშობს, ან სულაც მარცხდება. რას აკეთებ ამ დროს ვან გაალი? ის უბრალოდ მისთვის განკუთვნილ ადგილზე ზის და მშვიდად ადევნებს თვალს მიმდინარე მატჩს. ეს ყოველივე ალბათ ძალიან აღიზიანებს "იუნაიტედის" ქომაგს, რადგან 26 წლის განმავლობაში მოედნის კიდესთან მდგარ სათვალიან მოხუცს ხედავდა, რომელიც დაჟინებით მიუთითებდა მის მაჯაზე არსებულ საათზე, რათა მოწინააღმდეგეზე ფსიქოლოგიური ზეწოლა მოეხიდნა. მარტივად რომ ვთქვათ სერ ალექს ფერგიუსონი სიტუაციის შესაბამისად იქცეოდა. მეტიც, ის მაშინაც კი სთხოვდა თავის შეგირდებს შეტევას, როდესაც მისი გუნდი დამაჯერებლად იგებდა. და რას აკეთებს ვან გაალი, როდესაც "ეშმაკუნები" მარცხდებიან? -



4. ანდერ ერერა

გასული ზაფხულის ხმაურიანი სატრანსფერო ფანჯარა ანდერ ერერას ტრანსფერით დაიწყო. იგი "ატლეტიკ ბილბაოდან" იქნა შეძენილი და წინასასეზონო ტურნეზე მან კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. შეგახსენებთ, რომ "იუნაიტედს" ცენტრალური ნახევამცველი (CMF) მაიკლ კერიკის შემდეგ შეძენილი არ ჰყავდა. სწორედ ეს ადგილი იყო/არის "იუნაიტედისთვის" პრობლემატური, რადგან გუნდს აშკარად აკლია შეტევების გადანაწილება მოედნის ყველა მიმართულებით. ანდერ ერერა სწორედ ის ფეხბურთელია, რომელმაც ეს საქმე თავის თავზე უნდა აიღოს, მაგრამ ვერ ახერხებს. რატომ? მარტივი მიზეზის გამო, ის მუდმივად სათადარიგოთა სკამზე იმყოფება. ერერას შესაძლებლობები ალბათ "იუნაიტედის" გულშემატკივარმა უკვე კარგად გაიცნო და ყველა თანხმდება, რომ იგი ძირითად შემადგენლობას იმსახურებს, მაგრამ ვან გაალს განსხვავებული ფილოსოფია გააჩნია. რატომ უნდა განაწესოს მოედნის ცენტრში ანდერი, როდესაც გუნდის კაპიტანი და "ზოდიაქოთი ფორვარდი" უეინ რუნი არსებობს. ჰოლანდიელი კი ჯიუტად აცხადებს, რომ ერერას გაუმჯობესება სჭირდება. გაუმჯობესებისთვის კი სათამაშო დროა საჭირო, ბატონო ლუი.

5. ფეხბურთელების რეგრესი.

როგორც მოგესხენებათ, "იუნაიტედს" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შემადგენლობა ჰყავს.

რატომაც არა, მის რიგებში "არსენალის", "ჩელსის", "რეალ მადრიდის", "მონაკოს" და "საუთჰემპტონის" საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. დიახ, "იუნაიტედს" მართლაც ვარსკლავური შემადგენლობა ჰყავს, მაგრამ რამდენად აისახება ეს გუნდის თამაშზე, ყველასათვის ნათელია. თამაშის დონის შეფასება შორს წაგვიყვანს, უბრალოდ იმაზე გავამახვილოთ ყურადღება, რომ ფეხბურთელები კი არ უმჯობესდებიან, პირიქით, რეგრესს განიცდიან. ალბათ ყველას ხედავს სხვადასხვა გუნდებში თუ როგორ "იზრდებიან" ფეხბურთელები, (ალაბა, პოგბა, აზარი, ნეიმარი, კეინი და ა.შ) მაგრამ ბოლო 2 წლის განმალობაში "იუნაიტედში" პროგრესი არ შეინიშნება. ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც აშკარად პროგრესირებს და "იუნაიტედის" ქომაგთა ქება-დიდებას იმსახურებს ეს დავიდ დე ხეაა, რომელიც მატჩიდან მატჩამდე ამტკცებს, რომ ინგლისშიც და ევროპაშიც ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა.

ეს იმ ნეგატიური ასპექტების ჩამონათვალია, რომელიც ვან გაალმა გუნდში მოსვლასთან ერთად თან მოიყოლა და დიდი ხნის მანძილზე ისევ ამ "ბერკეტებით სარგებლობას" აპირებს. არავინ იცის რა იქნება მომავალში, როგორ ათამაშდება გუნდი, ვის დაიმატებს "იუნაიტედი" ან სულაც ვინც გაწვრთვნის "ეშმაკებს", მაგრამ მთავარი მაინც ჩვენი გუნდისადმი რწმენის და მოთმინების შენარჩუნებაა, რომლითაც "იუნაიტედის" გულშემატკივარი ყოველთვის გამოირჩეოდა. ვინც არ უნდა იყოს "იუნაიტედის" ბოსი, ქომაგები თავიანთ აზრს ყოველთვის გამოხატავენ და ეს აზრი ხშირად შესაძლოა უარყოფითად იყოს გადმოცემული. აზრის გამოხატვის თავისუფლება კი ყოველივე ჩვენგანს გააჩნია.

სტატიის ავტორი: დაჩი ქიზიყურაშვილი
სტატიები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Macklemore
9 თებერვალი 2015 14:00
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Berba 9,
გეთანხმები დაჩი.
ამ სეზონში ვან გაალს მხოლოდ 4ეულს ვთხოვთ და სხვას არაფერს. მეორე სეზონიდან უკვე მეტი მოეთხოვება. მადა ჭამაში მოდისო თქვენზეა ნათქვამი რა. ჯერ 4ეულზე ვოცნებობდით სეზონის დასაწყისში და იქ ჩელსისთან ფრე ვითამაშეთ, არსენალს და ლივერპულს მოვუგეთ და ჩემპიონობაც მოგვინდა?! ეგრე არაა, წელს მარტო შედეგს უნდა დავჯერდეთ და შემდეგ სეზონში თამაშის ხარისხის გამოსწორებასაც უნდა ველოდოთ და ტიტულსაც.
0
№12
ავტორი: RioManIa
9 თებერვალი 2015 15:29
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 56
ვან გაალის თავგამოდებით დამცველებს ერთი რამ არ გესმით, ან არ გინდათ გაიგოთ:

ის რომ იუნაიტედი დღეს ოთხეულშია, სულაც არაა იმის გარანტია რომ სეზონის ბოლოსაც აქ იქნება.
ჩვენ-მანჩესტერის გულშემატკივრები დიახ, ოთხეულს ვითხოვდით, მაგრამ მყარ ოთხეულს, არა ასეთი ვაი-ვაგლახით და გაჭირვებით მოპოვებული ქულებით, არამედ ნორმალური თამაშით.

არ გვინდა ძმაო ეს რუნის საყრდენობა, არ გვინდა ეს უაზრო ახალ-ახალი ტაქტიკები, არ გვინდა სულელური ექსპერიმენტები როცა ამის დრო არაა. არ გვინდა გაურკვევლობაში მყოფი მწვრთნელი, არაფერში გვჭირდება ქულაზე თამაში! არაფერში!!!

ერთადერთი გასამართლებელი საბუთი მხოლოდ ეს გაქვს, ოთხეულში ხომააო? სხვა საბუთი არ არსებობს, და სამწუხაროდ ეს საბუთიც გამოგეცლებათ ხელიდან როგორც ვატყობ. ასეთი ამაზრზენი თამაშის ფონზე სხვანაირად ვერც იქნება.

როცა ვხედავ თანდათან უმატებენ სხვა გუნდები: არსენალი, ტოტენჰემი, ლივერპული რთულია ვიჯდე და ველოდო როდის გაამართლებს ფილოსოფოსის ფილოსოფია.

ან რა ფილოსოფიაა კრის სმოლინგის მოედანზე შემოყვანა, რა ფილოსოფიაა მატას, უილსონის და ერერას სკამზე ჯდომა როცა ხედავ გუნდი აგებს და არაფერი გამოდის? როცა ხედავ შენს ლუბიმჩიკ ვან პერსის მოედანზე ლასლასიც აღარ შეუძლია? როცა ხედავ სასტიკად აგებ ცენტრს და მაინც რუნი გყავს ცენტრში.
კარგით რა...
0
№13
ავტორი: Blind
9 თებერვალი 2015 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 216
ყველაფრისდა მიუხედავად არ უნდა გვძულდეს . მოთმინება და მოთმინება
0
№14
ავტორი: Red Hooligan
9 თებერვალი 2015 16:35
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ერთი ის მითხარით რა არის ამ სეზონის მთავარი მიზანი ? პრემიერ-ლიგის ოთხეულში შესვლა და შეძლებისდაგვარად თასის მოგება. კაცი პირველადაა პრემიერ-ლიგაში და გასაკვირი არაა, რომ ეგრევე ვერ აუღო ალღო. ან კიდევ რა სუსტი მწვრთნელი რის სუსტი მწვრთნელი თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ახალგაზრდებთან მუშაობას კიდე ვან გაალს ნუ ასწავლით რა. კონკრეტულად მიზეზებს რაც შეეხება ერთადერთი სიჯიუტეს ვეთანხმები ისიც ნაწილობრივ. მალე მიხვდება რა სჭირდება გუნდს და იქით წელს მანჩესტერი ჩემპიონობისთვის იბრძოლებს და მთავარი ფავორიტიც იქნება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№15
ავტორი: LizarD
9 თებერვალი 2015 17:37
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
Berba 9,
Red Hooligan,
კაი კაი ოთხეულში დაამთავროს წელს იუნაიტედმა და მაგით მთავრდება ყველაფერი? სადაც ნახევარი სეზონი წინსვლა არ იგრძნობა რატომ გგონია რომ დანარჩენ 3 წელში უცბად განვითარდება იუნაიტედი? როცა პროგრესზეა ლაპარაკი ეგ ისეთი რაღაც არის რაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იგრძნობოდეს მატჩიდან მატჩამდე, მე კიდე ერთიდაიგივეს ვხედავ, აი მაგაზეა აქ საუბარი და არა მეოთხე ადგილზე. მე პირადად რაც თქვენ თქვით რომ მთავარია ოთხეულიო, არანაირად არ იყო და იქნება ოთხეული პრიორიტეტი თუ გუნდი ხარისხიანად ითამაშებს ავტომატურად შევლენ ოთხეულშიც ასე რომ პირველ რიგში თამაშის ხარისხს უნდა ვუყუროთ და არა შედეგეს, მაშინ რითი განსხვავდებით ჩელსის ფანებისგან??? როცა თავს იმართლებდნენ რომ შედეგია მთავარიო და მერე დასცინოდით ეგეთი ფეხბურთის დედაცო... არ მითხრათ ასე არ ყოფილაო. იუანიტედი ის გუნდი იყო ყოველთვის რომელიც შედეგთან ერთად თამაშს ითხოვს. რას ჰქვია უმადურობა? მე ვგულშემატკივრობ ბოლომდე მაგრამ როცა პროგრესი ამდენი ხნის განმავლობაში არის 0 მაშინ რისი იმედი უნდა მქონდეს მომავალში?
0
№16
ავტორი: RojoDiablo
9 თებერვალი 2015 17:42
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
LizarD,
სადაც ნახევარი სეზონი წინსვლა არ იგრძნობა რატომ გგონია რომ დანარჩენ 3 წელში უცბად განვითარდება იუნაიტედი?


პროგრესი ხანგრძლივ პერიოდში უფრო სავარაუდოა, ვიდრე ხანმოკლე. შეიძლება ერთ კვირაში ვერ მიაღწიო რაღაცას, მაგრამ ერთ თვეში გააკეთო ის.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: LizarD
9 თებერვალი 2015 20:25
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
ციტატა: RojoDiablo
პროგრესი ხანგრძლივ პერიოდში უფრო სავარაუდოა, ვიდრე ხანმოკლე. შეიძლება ერთ კვირაში ვერ მიაღწიო რაღაცას, მაგრამ ერთ თვეში გააკეთო ის.

ვან გაალმა ხო თქვა სამი თვე მჭირდებაო, რამდენი გავიდა ვერ მეტყვი? თუ რახან ვან გაალია მაგიტომ უნდა ვენდოთ? ფაქტია ვერ აკეთებს ვერაფერს, არავითარი ტაქტიკა არ არის თამაშში, იგივე რაც მოიესის დროს. რა სხვაობაა მაშინ მაგ ორ მწვრთნელს შორისი მანჩესტერისთვის? და უაზრო ექსპერიმენტები კიდე . პრემიერ ლიგაა და აქ შანსი არაა რომ ფორვარდი ათამაშო საყრდენად, ტურეს წინააღმდეგ და მატიჩის კიდე. თვითონ იძახის პრესკონფერენციაზე რომ ჰაერში უპირატესობა გვჭირდებოდაო და დაალპო ფელაინი სკამზე და ერერა კიდე, 5 შემტევი 4 მცველი , 1 ჩამშლელი... რა გინდა ამ გუნდისგან??? ორი ერთიდაიგივე ტიპის ფორვარდი რომლებიც ერთმანეთს ხელს უშლიან... ერერა რომელსაც შეუძლია შეტევის წარმართვა + მატა, არცერთი არ ათამაშა ნორმალურად და თავის პოზიციაზე, თვითონ არ იცის ტიპმა რა უნდა და თურმე რომ ვაკრიტიკებთ მაგის გამო დაუნახავები ვართ.. რა დავინახოთ ბიჭო ინდივიდუალურად შექმნილი გოლები და დე გეას გამოძრობილი თამაშები? 70% ეგ რომ იგებს.....
0
№18
ავტორი: batumski
9 თებერვალი 2015 20:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
სხვა გუნდებში რომ ვუყურებდი მომწონდა მისი ხედვა ფილოსოფია გუნდთან და ახალგაზრდებთან მუშაობა,დისციპლინა, მაგრამ მანჩესტერში უკვე მაბრაზებს ეს ყველაფერი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top