თბილისი:
მანჩესტერი:
7-02-2015, 11:16
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2219,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "ერერა უნდა გაუმჯობესდეს"
ვან გაალი ერერაზე საუბრობს
ვან გაალი:
ჰოლანდიელი სპეციალისტი ანდერ ერერას ბოლო ხანებია აღარ ენდობა. მეტიც, ესპანელმა ნახევარმცველმა ბოლოს სასტარტო შემადგენლობაში დეკემბრის თვეში დაიწყო თამაში. ვან გაალს კი სურს, რომ მან ხუან მატას და უეინ რუნის დონეს მიაღწიოს.

ანდერ ერერა შეცვლაზე შემოვიდა FA Cup-ის ეგიდით გამართულ მატჩში, სადაც "იუნაიტედმა" 3-0 სძლია კემბრიჯს. ჰოლანდიელი კი აცხადებს, რომ მან სათამაშო დონე უნდა აიმაღლოს, თუ უნდა სასტარტო შემადგნლობაში დაბრუნება.

"მე მისი შედარება მიწევს ისეთ ფეხბურთელებთან, როგორიც უეინ რუნი და ხუან მატა არიან." აცხადებს ვან გაალი. "ასე რომ ეს რთულია. ისინი ყველანი მაღალ დონეზე თამაშობენ და ერერაც უნდა გაუმჯობესდეს. ის შესანიშნავი ადამიანი და პროფესიონალია, ასე რომ პრობლემა არ იქნება. ერთადერთი პრობლემა რაც არის, გახლავთ ის რომ მას კონკურენციას მაღალი დონის ფეხბურთელები უწევენ. უეინ რუნი კაპიტანია და მას ეს პრივილეგიაც აქვს."

"როგორც უკვე ავხსენი რჩება მხოლოდ ერთი პოზიცია N10, სადაც ანხელ დი მარია და ხუან მატა არიან. სწორედ ეს კონკურენციაა მისთვის რთული, მაგრამ ანდერმა მანამდე იცოდა რომ მსგავს სიტუაციაში იქნებოდა, სანამ კონტრაქტს ხელს მოაწერდა, ხომ გესმით? როდესაც ასეთ დიდ კლუბში გადადიხარ, შენ იცი რომ ბრძოლა მოგიწევს და ის იბრძვის კიდეც. მე მას ამ კვირაში ვუთხარი რომ ის ბრუნდება (თამაშის დონის მხრივ), გარკვეული პერიოდი ის ცუდად ასპარეზობდა, მაგრამ ახლა ის ბრუნდება."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: Mirror


იმსახურებს ერერა ძირითად შემადგნლობაში თამაშს?

დიახ, მას რეგულარული სათამაშო დრო სჭირდება
არა, ფელაინი უკეთესია მის პოზიციაზე

ახალი ამბები
11 კომენტარი
№11
ავტორი: batumski
8 თებერვალი 2015 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ფელაინი out ერერა in
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top