თბილისი:
მანჩესტერი:
6-02-2015, 23:36
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2587,
კომენტარები: 14
ვან გაალი:"კარგად გამოვიყურებით, თუმცა უკეთესიც შეიძლება"
ლუის ვან გაალის მატჩის წინა პრეს-კონფერენცია.
ვან გაალი:
"ვესტ ჰემთან" კვირას გასამართი მატჩის წინ, "იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ტრადიციულად პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც არა მარტო მომდევნო მატჩს, არამედ მიუნხენის ტრაგედიას და კიდევ სხვა თემებს შეეხო:

ლუი, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის და თქვენი ფეხბურთელებისთვის დღეს "ოლდ ტრაფორდის" ტერიტორიაზე მისვლა და მიუნხენის კატასტროფაში დაღუპულებისთვის პატივის მიგება?

დღეს მე წარმოვადგენ გუნდს და ჩემს ფეხბურთელებს. ამ დღეს დაიღუპნენ მოთამაშეები, რომლებიც თავის დროზე გულშემატკივარს გრანდიოზულ სიხარულს ჩუქნიდნენ. ვფიქრობ მათ ძალიან დიდი როლი ითამაშეს "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიაში და ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდნენ ისინი. სტადიონზე დღეს მღეროდნენ ერთ სიმღერას, რომლის სიტყვები მინდა წაგიკითოთ. ბოლო სიტყვები: "თქვენ - ხართ ძალა, რომელიც შთააგონებს მათ, ვინც ახლა ცოცხლობს" - ეს მეხება მე, ჩემს გუნდს, შესაძლოა თქვენც, ჟურნალისტებს. თქვენც თამაშობთ რაღაც როლს. "ჩვენ ვეძებთ ტალანტს, სისწრაფეს და სულს, რათა ვითამაშოთ როგორც "იუნაიტედმა". მე ბედნიერი ვარ, რადგან მოვისმინე ეს სიტყვები. ვფიქრობ ჩვენ სწორად მოვიქეცით, როდესაც მივედით და პატივი მივაგეთ გარდაცვლილებს.

გახდება დღევანდელი დღე ერთ-ერთი დასამახსოვრებელი, რომელიც შეგახსენებთ, რომ თქვენ უნდა დაუბრუნოთ ამ გუნდს დიდება?

დიახ, ვფიქრობ დღევანდელმა დღემ ყველა იქ მყოფზე დიდი გავლენა მოახდინა, მათ შორის ჩემზეც. უკვე 57 წელი გავიდა, მაგრამ გულშემატკივარს კვლავ ახსოვს და სტკივა ეს ტრაგედია.

არ მინდა გაგიფუჭოთ განწყობა ან გაგანაწყენოთ, მაგრამ... კითხვა: როგორი რეაქცია გაქვთ FA-ს ბრალდებაზე?

მე არ ვბრაზობ, გაოგნებული ვარ. 30 წელია, რაც მწვრთნელის ამპლუა მაქვს მორგებული და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. ახლაც არ ვფიქრობ, რომ რამე ცუდი ვთქვი. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე განვაცხადე, რომ ყველაფერი აუტსაიდერის სასარგებლოდ იყო, რაც სრულიად არ გამკვირვებია. ამაზე თქვენ, ჟურნალისტებიც, დამეთანხმეთ. ამაზე ყურადღება მატჩის დაწყებამდეც გავამახვილე და შეხვედრის დასრულების შემდეგ, უბრალოდ ჩემი სიტყვები გავიმეორე. ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამის გამო ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ უნდა დამაჯარიმოს, თუმცა კი ბატონო, რაც საჭიროა ის გააკეთონ.

ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ გააპროტესტებთ?

რა თქმა უნდა, მე გავაპროტესტებ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე არაფერი ცუდი არ მითქვამს. თქვენ, პრესა, უნდა დამეთანხმოთ, რომ მე არასდროს არ ვაკრიტიკებ არბიტრებს, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღონ მათ.

თქვენი წინამორბედი "იუნაიტედის" მწვრთნელი [ლაპარაკია სერ ალექს ფერგიუსონზე] ფიქრობდა, რომ FA განსხვავებულად არის განწყობილი "იუნაიტედის" მიმართ. ეთანხმებით მას?

ეს რომ მე ვთქვა, ალბათ სამართლიანად დამაჯარიმებენ, ამიტომ ჩუმად ვარ (იცინის).

ლუი, "იუნაიტედი" შემდეგ ეტაპზე გავიდა თასის გათამაშებაში, ჩემპიონატში კი მესამე ადგილზე დაბრუნდით. არ დადგა დრო, რომ გუნდმა საუკეთესო თამაში აჩვენოს?

დიახ. "ლესტერთან" მატჩის წინ მე ვთქვი, რომ ეს კვირა ძალიან მნიშვნელოვანია და ყველა მატჩში გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ. "მელიებთან" გამარჯვების შემდეგ, მესამე ადგილზე აღვზევდით, "კემბრიჯის" დამარცხებით კი შემდეგ ეტაპზე გავედით. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ და ეს ყველა მოთამაშემ იცის, თუმცა ეს არცთუ ისე ადვილია. კვირას საგარეო მატჩი გველოდება "ვესტ ჰემის" წინააღმდეგ, ჩვენ გვახსოვს თუ როგორ გაგვიჭირდა მათი დამარცხება "ოლდ ტრაფორდზე". ამ ყველაფრის გათვალისწინებით ლონდონში იოლი გასეირნება არ გველოდება, თუმცა აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ.

ლუი, კმაყოფილი ხართ გუნდის შედეგებით?

კმაყოფილი, მხოლოდ სეზონის ბოლოს შეიძლება ვიყო. მესამე ადგილი პრემიერ ლიგაში და წარმატება თასზე - ეს ყველაფერი არ ითვლება. რა თქმა უნდა, ჩვენ ვპროგრესირებთ. სეზონამდე შემეძლო დარწმუნებით მეთქვა, რომ მესამე ადგილზე ვიქნებოდით, თუმცა კიდევ ბევრი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. "ტოტენჰემი", "არსენალი" და "საუთჰემტონი" ძალიან ცოტათი ჩამოგვრჩებიან. პრემიერ ლიგაში 15 შეხვედრა გვაქვს გასამართი, თასზე კი ფინალში გასასვლელად 3 მეტოქის დამარცხება გვჭირდება, ეს არის ჩვენი მიზანი. დაველოდოთ და ვნახოთ, მივაღწევთ თუ არა საწადელს.

თქვენ სიმღერიდან სიტყვების ციტირება მოახდინეთ, სადაც იყო ნათქვამი:"ვითამაშოთ, როგორც "იუნაიტედმა". გულშემატკივარს ყოველთვის ეს სურს. ფიქრობთ, რომ თქვენი არჩეული ტაქტიკით თამაშობთ, როგორც "იუნაიტედი"?

დიახ, მე ასე ვფიქრობ, რადგან საქმე იმაში არ არის, ვინგერებით ვითამაშებთ თუ მის გარეშე, 3 თუ 4 მცველით. ეს ეხება თამაშის სტილს. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლო უკეთ თამაში, თუკი ბურთის ფლობის სტატისტიკას შევხედავთ, თუმცა როგორც "კემბრიჯთან" და "ვესტ ჰემთან" მატჩის შემდეგ განვაცხადე - ჩვენ ბევრჯერ დაუდევრად მოვიქეცით და დავკარგეთ ბურთი. სწორედ ამ ასპექტში გვჭირდება თამაშის გამოსწორება, რადგან ჩემი აზრით დაცვაც და თავდასხმაც ძალიან ორგანიზებულად მოქმედებს. გატანილი ბურთებით პრემიერ ლიგაში მეოთხე ადგილს ვიკავებთ, ხოლო გაშვებულით - მესამეს, ამიტომ არც ისე ცუდები ვართ. კარგად გამოვიყურებით, თუმცა უკეთესიც შეგვიძლია.




წყარო: carrick.ru
პრესკონფერენცია
14 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
7 თებერვალი 2015 09:29
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
რატომ მგონია, რომ ვან გაალი საოცრებას ჩაიდენს და იანგს ათამაშებს სასტარტოში??


ისე ურიგო არ იქნება წინ წაწეული რუნი, მგონი ყველა თავის ადგილზეა და რუნის ტანჯვა აღარ მოუწევს ხან საყრდენად და ხან მარჯვენა ფლანგზე. მე მაინც ვფიქრობ, რომ ვესტ ჰემი მოგვცემს პირველ ნომრად თამაშის უფლება მათ სტადიონზე, ისინი ეცდებიან კონტრშეტევებზე და ჩვენს შეცდომებზე ხარჯზე მოგებას. ასე რომ ჩვენ გვჭირდება საიმედო დაცვის ხაზი, რომელიც შეადგენს ჯონსი როხოს დუეტით და ფლანგებზე რაფაელი შოუს დაყენებით, მაგრამ ბლინი იანუზაის წყვილს შეცვლის ფელაინი ერერას წყვილით რადგან უკვე პრესამ ტვინი წაუღო ერერას არ გამოყენებით და ალბათ მასაც შეეცოდება ერერა და გამოიყვანს, ფელაინი კი უბრალოდ ფიზიკურად ძლიერია და ვესტ ჰემთან ეგეთი ფეხბურთელი გვჭირდება, მაგრამ ლუი ვან გაალს კაცი რას გაუგებს.

p.s იანგი ვიხუმრე, გოგინაშვილს გავახარებთქო lol
0
№12
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 თებერვალი 2015 09:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
იმედია რამეს არ მოიგონებს,, და ერერა იმედია ეხლა მაინც იქნება ბლინდთან ერთად ძირითადში
0
№13
ავტორი: chudikone
7 თებერვალი 2015 10:52
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ფეხბურთელების თავის პოზიციაზე ათამაშოს ამ კაცმა, მეტი არაფერი მინდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№14
ავტორი: buka oboladze
7 თებერვალი 2015 23:03
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
უნდა მოვუგოთ აუცილებლად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top