"მანჩესტერ იუნაიტედის" ფრანგმა მცველმა პატრის ევრამ განაცხადა,რომ ის მოხარული იქნება კრიშტიანო რონალდოს ნახვით "ოლდ ტრაფორდზე".ევრამ აღიარა,რომ უკვე მოუთმენლად ელოდება ამ შეხვედრას და იმედს იტოვებს,რომ იმ დროისათვის მისი გუნდი კარგ ფორმაში იქნება.
"ჩემი აზრით "რეალ მადრიდი" ძალიანი ძლიერი კლუბია და ნამდვილად არ გველოდება მათთან ადვილი მატჩი,მაგრამ ვფიქრობ,რომ ჩვენ ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად მოვემზადებით და ამის ხარჯზე ჩვენ გზას გავივკვალავთ "უებლისკენ". ისინი შეეცდებიან გვაჩვენონ მათი საუკეთესო მხარე,მაგრამ იმედს ვიტოვებთ,რომ ჩვენ შევძლევთ ამ ბარიერის გადალახვას." - განაცხადა ევრამ.
"გარდა იმისა,რომ მე ძალიან ბედნიერი ვიქნები რონალდოსთან შეხვედრით ასევე იმედი მაქვს ჩვენ გულშემატკივარსაც გაუხარდება მისი ნახვა კიდევ ერთხელ "ოლდ ტრაფორდზე" და იმედია ისინი თბილად შეხვდებიან კრიშტიანოს.მან ძალიან კარგი წლები ჩაატარა ჩვენთან ერთად." - დაასრულა ევრამ.