თბილისი:
მანჩესტერი:
4-02-2015, 09:30
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2269,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "მე ტიტულისთვის ვცოცხლობ"
ვან გაალი მატჩის შემდგომ.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალი მოხარულია, რომ ინგლისის თასის მეხუთე რაუნდში მისი გუნდი "პრესტონ ნორტ ენდს" ხვდება.

ვან გაალის შეგირდები ინგლისის თასის მიმდინარე გათამაშებაში 16 თებერვალს დაბალი დივიზიონის კიდევ ერთ გუნდს შეხვდება და ვან გაალი მოხარულია, რომ "უემბლისკენ" გზას მიიკვლევს.

"ვფიქრობ, დაბალი დივიზიონის გუნდების დამარცხება ყოველთვის რთულია და ამას კარგად ვერ იზამ. მიუხედავად დღეს 3-0 გამარჯვებისა, კარგ შედეგს ვერასდროს მიაღწევ, რადგან ყველა უფრო მეტს ელოდება, ამიტომ მოხარულია ვარ, რომ "პრესტონ ნორტ ენდს" ვხვდებით, მაგრამ ისიც ვიცი, რომ ადვილი მატჩი არ იქნება. "პრესტონმა" თასისთვის დიდებული მებრძოლი "შეფილდი" დაამარცხა. რაიანისგან გამიგია, რომ ისინი თასზე ყოველთვის კარგად იბრძვიან, "პრესტონმა" კი სახლში 3-1 სძლია. შესაბამისად, რთული მატჩი გვექნება.

ინგლისის თასი არის ტიტული და როგორც მწვრთნელი, ტიტულებისთვის ვცოცხლობ. პირადად მე, სადაც ვმუშაობ, ტიტული პირველივე სეზონში მინდა. ახლა უდიდესი შანსი გვაქვს. მთელს ტურნირზე ჩვენ ყველაზე დიდი გუნდი ვართ. ჩვენი სტატუსი უდიდესი გუნდის სტატუსის შესაბამისია.

შესაძლოა ხალხი ფსონს აკეთებს ჩვენზე, მაგრამ მე ამის უფლება არ მაქვს. კაზინოს კაცი არ ვარ. უბრალოდ, უდიდესი სტატუსის მქონე გუნდს გამარჯვების უკეთესი შანსი აქვს."


წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: batumski
5 თებერვალი 2015 01:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
შენ იცი ამათაც ფრე გაუჩარხე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top