თბილისი:
მანჩესტერი:
21-12-2012, 15:06
ავტორი: R.v.Persie,
ნანახია: 2656,
კომენტარები: 13
დიდი ერის დასასრული ახლოვდება
იუნაიტედის ლეგენდები კარიერის მიწურულს...
დიდი ერის დასასრული ახლოვდება
მანჩესტერ იუნაიტედის ორი ლეგენდა პოლ სქოულზი და რაიან გიგზი თავიანთი კარიერის დასასრულს მიუახლოვდნენ. სწორედ ამ ორმა ადამიანმა შექმნა თანამედროვე იუნაიტედის ისტორიის უმეტესი ნაწილი. პოლ სქოულზი, რომელიც ერთხელ წასვლის შემდეგ უკან დაბრუნდა, უკვე მტკიცედ დგას თავის აზრზე და გადაწყვეტილი აქვს კარიერის საბოლოოდ დასრულება. ის უკვე სეზონის ბოლოს აპირებს კლუბის დატოვებას და სვა საქმიანობის გაგრძელებას. მასზე ერთი წლით უფრომა რაიან გიგზმა, რომელსაც ამჟამად 1 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს გუნდთან, დაიწყო ფიქრი კარიერის დასრულებაზე და ის ამის გაკეთებას სეზონის ბოლოს აპირებს. ამ ორი ფეხბურთელის წასვლა გუნდიდან ფერგიუსონს თავსატეხს გაუჩენს. ყველა ამ ფაქტს ისიც ერთვის, რომ მცველი რიო ფერდინანდიც აპირებს მანჩესტერული კარიერის დასრულებას და სურს იუნაიტედის დასრულება, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემას და საფიქრალს გაუჩენს ფერგიუსონს. ბოსს ძალიან უნდა, რომ მოახერხოს რიოსთან კონტრაქტის გახანგრძლივება.

იუნაიტედის ლეგენდებმა თანიანთი ხანგრძლივი და ბრწყინვალე კარიერის დასრულება და დასვენება გადაწყვიტეს. 92 წლის კლასის ფეხბურთელებს მართლაც კოლოსალური გამოცდილება აქვთ, რაც ძლიან კარგად მოქმედებს გუნდის თამაშზე. მათ ბრწყინვალებაზე მათივე სტატისტიკები მეტყველებენ. რაიან გიგზს 921 მატჩში 165 გოლი აქვს გატანილი. მან აბსოლუტური რეკორდი დაამყარა ჩატარებული მატჩების რაოდენობით და გინესის რეკორდების წიგნის საპატიო წევრია. პოლ სქოულზს 710 ჩატარებულ მატჩში 155 გოლი გაიტანა. ამ ორი ლეგენდის არყოფნა უდიდესი დანაკლისი იქნება გუნდისთვის. გიგზის და სქოულზის შეცვლა წარმოუდგენელია, მათი მსგავსი ფეხბურთელი მეორე არ არსებობს საფეხბურთო სამყაროში. ისინი მუდამ დარჩებიან მანჩესტერის და მსოფლიოს ისტორიაში. ლეგენდები კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელებას აპირებენ და იმედი აქვთ, რომ იქც ისეტივე წამატებას მიაღწევენ, როგორც პროფესიონალურ საფეხბურთო კარიერაში

"ახალი იმედი"

ამჟამად მიმდინარე რევოლუცია გუნდში იმედს იძლევა, რომ ახაკგაზრდა ფეხბურთელები შეძლებენ იუნაიტედის ლეგენდარული სახელის შენარჩუნებას. გუნდში ყველაფერი იცვლება, ახალმა თაობამ ჩაანაცვლა ძველი და საკმაოდ კარგადაც. ჩაისახა იმის იმედი, რომ გუნდს შეეძლება სრულიად ახალი ფეხბურთი აჩვენოს გულშემატკივრებს და ისინი არ იქნებიან დამოკიდებულები ლეგენდებზე. ისინი თავისივე თამაშით ისწავლიან და მიიღებენ უდიდეს გამოცდილებას. ამის იმედს ისიც იძლევა, რომ გუნდში ბევრია აკადემიის აღზრდილი ფეხურთელები. მათ საფეხბურთო ნაბიჯები იუნაიტედში გადადგეს და მათში უკვე მაგრადაა გამჯდარი იუნაიტედის მებრძოლი ხასიათი. მათ გაცნობიერებული აქვთ როგორი გზა უნდა გაიაროონ წარმატებისათვის, რათა დაიცვან საკუთარი გუნდის უდიდესი ისტორია. ფეხბურთელებმა იციან თუ რამდენად მნიშვნელოვანია კლუბისთვის სტაბილურობა, დაუმარცხებელი ხასიათის გამომჟღავნება და ბოლომდე ბრძოლა. ფერგიუსონმა ძალიან კარგად იცის ყველაფერი ამის ფეხბურთელების გონებაში ჩანერგვა, მას არაერთხელ განუხორციელებია ასეთი რევოლციები, რომელიც არასდროს კრახით არ დასრულებულა, ის სწორედ ახალგაზრდებს უნერგავდა ტიტულების მოგების წყურვილს და ახალგაზრდა ბიჭებიდან ჰქმნიდა ნამდვილ ურჩხულს, რომელსაც ვერცერთი მოწინაარმდეგე ვერ უძლებდა. ამ გენიალური პიროვნების გამოცდილება საკმარისია, რომ მან ნებისმიერი ასაკის გუნდი წარმატებამდე მიიყვანოს და ანახოს ჭერშმარიტი სული წითელი ესმაკებისა.

წყარო:The Daily Mail
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Luka Gelashvili
21 დეკემბერი 2012 17:38
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ ავტორ სქოულზ შენ მაიცნ დარჩი 1 წელი უფრო პატარა ხარ :D :|
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№12
ავტორი: Amanda Seyfried
21 დეკემბერი 2012 18:25
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ძნელად გადასატანია
0
№13
ავტორი: Vodafone
21 დეკემბერი 2012 18:48
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
ეჰ მომენატრება ეს ორი sad
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top