თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2015, 23:14
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2683,
კომენტარები: 12
ოფიციალურად: ვერმიილი "შეფილდში" გადავიდა
"იუნაიტედმა" ვერმიილი გაყიდა.
ოფიციალურად: ვერმიილი
"მანჩესტერ იუნაიტედმა" "შეფილდ უენსდის" მარნიკ ვერმიილი მიჰყიდა. სატრანსფერო თანხა არ სახელდება.

23 წლის მცველმა სამ წლიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა და სამხრეთ იორკშირის გუნდში 36 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

მარნიკმა თავისი კარიერის განმავლობაში "იუნაიტედის" სარეზერვო და 21 წლამდელთა გუნდში უფრო მეტი მატჩი ჩაატარა, ვიდრე "წითელი ეშმაკების" ნებისმიერ სხვა გუნდში.

2010 წელს ლიეჟის "სტანდარტიდან" მოსვლის შემდეგ ვერმიილმა თავისი სადებიუტო შეხვედრა 2012 წელს ლიგის თასზე "ნიუკასლის" წინააღმდეგ გამართა და ამავე ტურნირზე მიმდინარე სეზონში "მკ დონსის" წინააღმდეგაც ითამაშა. მარნიკი მუდმივ სათამაშო დროს მიიღებს და გასახდელ ოთახში ოჯახურ ატმოსფეროს იხილავს, რამეთუ "შეფილდში" იჯარის წესით უილ კინიც თამაშობს.

წყარო: manutd.com
ახალი ამბები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Esi
3 თებერვალი 2015 20:11
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
რო იყო რას აკეთებდა რო biggrin2
0
№12
ავტორი: Macklemore
3 თებერვალი 2015 23:34
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ამაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ჩემი ფეხები. წარმატებები სადაც იქნება.

ამაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ, მაგრამ ჩემი ფეხები. წარმატებები სადაც იქნება.
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top