თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2015, 22:14
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2832,
კომენტარები: 17
ოფიციალურად: "იუნაიტედმა" ზაჰა გაყიდა
ზაჰა ამჯერად სამუდამოდ გამოემშვიდობა ოლდ ტრაფორდს.
ოფიციალურად:
მას შემდეგ რაც სერ ალექს ფერგიუსონმა თავისი უკანასკნელი ტრანსფერი განახორციელა, უილფრიდ ზაჰა სამჯერ იქნა განათხოვრებული ინგლისში. თავდაპირველად იგი იანვარში მშობლიურ "კრისტალ პალასში" არენდის სახით დატოვეს, დევიდ მოიესის მართველობის დროს კი უილფრიდი "კარდიფში" აღმოჩნდა. ვან გაალის დანიშვნის შემდეგ კი, ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ზაჰა ისევ "კრისტალ პალასში" გაანათხოვრა.

მოგეხსენებათ "არწივებს" ახალი მწვრთნელი, ალან პარდიუ ჰყავს, რომელმაც უილფრიდს ნდობა გამოუცხადა და მეტ სათამაშო დროსაც ჰპირდება. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ზაჰამ სამუდამოდ დატოვა ოლდ ტრაფორდი. სატრანსფერო ღირებულება არ სახელდება, მაგრამ გავრცელებული ინფრომაციის თანახმად, ტრანსფერის ღირებულება 3 მილიონ ფუნტს შეადგენს.

22 წლის ვინგერმა "კრისტალ პალასის" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განაცხადა: "მე საკმარის დროს ვერ ვიღებდი მანჩესტერში, ასე რომ შანსი გამოვიყენე და არენდის სახით შინ დავბრუნდი. ახლა კი შანსი მაქვს ეს დაბრუნება სამუდამო გავხადო, რაც მე ძალიან აღმაფრთოვანებს."

"იმისათვის რომ უკეთესი გავხდე, უფრო მეტი სათამაშო დრო მჭირდება. ახალ მწვრთვნელს სჯერა ჩემი და მეხმარება თვითრმწმენის მოპოვებაში. მე ამ გუნდში რვა წლის ასაკიდან ვირიცხები და ჩემი ოჯახიც აქ ცხოვრობს. პრემიერ ლიგაში ამ გუნდის შემადგლობაში ასპარეზი ჩემი ახდენილი ოცნებაა."
- დაასრულა ზაჰამ.

წყარო: SkySPORTS
ახალი ამბები
17 კომენტარი
№11
ავტორი: batumski
3 თებერვალი 2015 02:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ან მოსვლა რა იყო ან წასვლა..ისე რამდენად ვიყიდეთ ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№12
ავტორი: Manchester_M
3 თებერვალი 2015 07:54
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
აუ არადა რა დამევასა თავიდან :X სადმე დიდ კლუბში რომ წავიდეს და დრო მიცენ ვფიქრობ პოგბა მონაგონი იქნება :))
0
№13
ავტორი: temo-scholes
3 თებერვალი 2015 09:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1666
fabios, pogbas, uelbekis da zahas gayidva manchesteris udidesi shecdomaa da ai naxavt tu egac pogbasavit magari sananebeli ar dagvrches....!

satransfero politika gvaqvs imis dedac! Iyide 15shi axexine skami da gayide 3shi.... Fui shegircxvet namusii!!!:@
0
№14
ავტორი: ვახო ( G G M U)
3 თებერვალი 2015 10:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
დარწმუნებული ვარ ეს რომ ფერგის ხელში ყოფილიყო დღესდღეობით ძალიან ტექნიკური და სწრაფი ვინგერი გვეყოლებოდა. ტიპს წესივრად ერთ თამაშშიც არ მიუღია შანსი რო თავი გამოეჩინა. მე პირადად ძაან მინდოდა რო დარჩენილიყო, მაგრამ ნუ სკამზე ჯდომა არავის არ უნდა და წავიდა კიდევაც.
0
№15
ავტორი: nika1997
3 თებერვალი 2015 12:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 572
ეს პოგბასავით არა მოგვივიდეს და არ ვინანოთ მარა მემგონი რო რამე ამის ყიდვას მერეც შევდზლებთ
0
№16
ავტორი: RedGirl
3 თებერვალი 2015 18:07
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
გამიტყდა რაღაც პონტში. მაგრამ თუ ზამენაზეც კი არ დასვამდა რა აზრი ჰქონდა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
№17
ავტორი: Esi
3 თებერვალი 2015 20:10
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
კი მაგრამ რატო ვინანებთ, პალასშიც სკამს ხეხავს და facepalm
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top