თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2015, 15:31
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2876,
კომენტარები: 11
მატას ბლოგი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მატას ბლოგი
სალამი ყველას!

ძალიან ცივმა კვირა დღემ გასული კვირა სახლში ჩვენი გამარჯვებით დაასრულა, მაგრამ აღნიშვნის დრო არ არის, რადგან წინ ოთხშაბათს ინგლისის თასზე "კემბრიჯის" წინააღმდეგ გვაქვს თამაში.

მომდევნო რაუნდში გასვლა გვინდა და მთლიანად მატჩზე ვართ კონცენტრირებულნი, რადგან როგორც აქამდე ვთქვი, გუნდი ამ ტურნირს სერიოზულად ეკიდება.

"ლესტერის" წინააღმდეგ პირველ ტაიმში ჩვენი შანსების გამოყენება მოვახერხეთ, რამაც საშუალება მოგვცა მშვიდი შეხვედრა ჩაგვეტარებინა და მისგან უფრო მეტი სიამოვნება მიგვეღო, ვიდრე ბოლო კვირებში. არ გვინდა ძალიან მოვდუნდეთ. თითოეული მატჩი რთულია. ნახეთ რა მოუვიდა "ბაიერნს" ბუნდესლიგაში შესვენების შემდეგ?

სპორტში ოპონენტის პატივისცემა აუცილებელია. უფრო მეტად ფეხბურთში, სადაც მანძილი მცირდება. სწორედ ასე ვეკიდებით "კემბრიჯის" ჩვენთან ჩამოსვლას. მცირე ხნის წინ დაგვიმტკიცეს, რომ რთული მეტოქეები არიან.

რამდენიმე დღის შემდეგ, კვირას, "ვესტ ჰემს" ვეთამაშებით. დასვენების დრო არ არის. სეზონის ამ დროს ისეთი მონდომებული უნდა ვიყოთ, როგორც არასდროს, რათა სამეულში ადგილის შენარჩუნება და მეორე ადგილთან მოახლოვება შევძლოთ.

სასიამოვნო კვირა გქონოდეთ! გეხვევით!

ხუანი.

P.S მინდა ჩემს მეგობარს, ანდერსონს, წარმატება ვუსურვო, რომელიც სამშობლოში დაბრუნდა ფეხბურთის სათამაშოდ. ყოველივე საუკეთესოს გისურვებ მეგობარო!

წყარო: manutd.com
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№11
ავტორი: temo-scholes
3 თებერვალი 2015 09:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1663
mata saagol raa.... Ai andersonzec magrad gamisworda....:*
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top