თბილისი:
მანჩესტერი:
2-02-2015, 14:27
ავტორი: AkkRed,
ნანახია: 2124,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "იანუზაი მატას უნდა შევადარო"
ვან გაალი იანუზაიზე საუბრობს.
ვან გაალი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ადნან იანუზაიმ უნდა ისწავლოს საკუთარი ნიჭის დემონსტრირება, თუ მას სურს რეგულარულად თამაში სასტარტო შემადგენლობაში.

იანუზაი დევიდ მოიესის ერთ-ერთი ფავორიტი მოთამაშე იყო, მაგრამ ვან გაალის თავკაცობის დროს ძალიან იშვიათად ეძლევა შანსი დაამტკიცოს თუ რა შეუძლია ახალგაზრდა ბელგიელს. საპირისპირო რამ მოუვიდა მის თანამემულეს, მარუან ფელაინს.

თუმცა, შესაძლოა, 19 წლის ბელგიელმა დაძლია გარდატეხა. შაბათის მატჩში "ლესტერთან" იანუზაიმ ითამაშა 90 წუთი, დაეხმარა თავის გუნდს გამარჯვებაში (3: 1) და ზოგადად, დატოვა ძალიან კარგი შთაბეჭდილება. ვან გაალი მოუწოდებს, რომ ასეთი ტემპით გააგრძელოს თამაში.

"მას აქვს ნიჭი, მაგრამ ეს ნიჭი მატჩებში უნდა აჩვენოს. ასევე ვარჯიშებზე, რადგან სასტარტო შემადგენლობას მე არ განვაგებ - ფეხბურთელები თავად განაგებენ მას. მოთამაშეებს ყოველდღიურად ვაკვირდები, ვუყურებ და ვესაუბრები. ამჟამად ვფიქრობ: კარგია, ახლა სათამაშოდ მზად არის.

ის ხუან მატას უნდა შევადარო, მაგრამ შემდეგ პრეს-კონფერენციაზე მკითხავთ, თუ რატომ არ თამაშობს მატა. უნდა ავირჩიო და ახლა იანუზაი ავირჩიე.

მოთამაშეებმა ეს ყოველდღე უნდა მაჩვენონ - ამის შესახებ ვუთხარი ფალკაოს, ვუთხარი მატას და ვუთხარი იანუზაის."
- განაცხადა ვან გაალმა.

წყარო: fapl.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: batumski
3 თებერვალი 2015 03:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
ერერამ რა დაგიშავა ბოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top