ჩემპიონთა ლიგის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ სერ ალექს ფერგიუსონმა ჟურნალისტებთან განაცხადა რომ მან უნდა იყიდოს კარგი ღვინო, რათა ჟოზე მოურინიოს მომზადებული შეხვდეს.
შოტლანდიელი მწვრთნელი ცნობილია თავისი ტრადიციით იგი მოწინააღმდეგე მწვრთნელს რომელიც იმყოფება „ოლდ ტრაფორდზე“ მიიპატიჟებს კაბინეტში იმისათვის რომ დააგემოვნონ ღვინო. სერ ალექს ფერგიუსონმა არაერთხელ ისაუბრა ჟოზე მოურინიოზე და აღიარა რომ იგი შესანიშნავი ადამიანია. - გვამცნობებს Daily Mail.
"ტურის ცენტრალური წყვილია. გულშემატკივრებს შესანიშნავი შესაძლებლობა აქვთ კვლავ იხილონ კრიშტიანუ რონალდუ. ასევე მე ჩინებული შანსი მაქვს კვლავ შევხდე ჟოზე მოურინიოს. მისთვის რამდენიმე ბოთლი კარგი ღვინო უნდა შევუკვეთო."-განაცხადა ფერგიუსონმა.