თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2015, 15:58
ავტორი: AkkRed,
ნანახია: 3225,
კომენტარები: 20
აირჩიე შენი შემადგენლობა
"იუნაიტედი" - "ლესტერი"
აირჩიე შენი შემადგენლობა
ლაშა ვეკუა

აირჩიე შენი შემადგენლობა


გუნდი ყველასთვის საყვარელ და სანატრელ ტაქტიკას უბრუნდება, ყოველშემთხვევაში ლუიმ, პრეს-კონფერენციაზე, ამის ფიქრის საფუძვლი მოგვცა, როდესაც განაცხადა, რომ ცოტა თუ დიდი ხნის ფიქრის და ანალიზის შემდეგ მიხვდა, რომ 3-5-2 ტაქტიკა არ ამართლებდა.

ტაქტიკის და ფეხბურთელთა არჩევნის გათვალისწინებით დაცვითი ფუნქციის შემსრულებელი ოთხეული ასე უნდა გამოიყურებოდეს: შოუ-როხო-ჯონსი-ვალენსია. ცენტრალურ მცველთა დუეტი ალბათ ყველაზე ადვილი გამოსაცნობია, რადგან ეს წყვილი დღევანდელ "იუნაიტედში" დანარჩენებზე ერთი თავით მაღლა დგას. მარჯვენა მცველიც, ასე თუ ისე, გამოცნობადია, რადგან რაფაელი არ არის სათანადო ფორმაში. ერთადერთი ალტერნატივა კი ეკვადორელი ვალენსიაა. რაც შეეხება მარცხენა მცველის პოზიციას აქ ორი ვარიანტია, ან ბლინდი, ან შოუ, თითქოს ყველაფერი იმისკენ მიდიოდა, რომ ბლინდი გახდებოდა ძირითადი მარცხენა მცველი, თუმცა კერიკის ტრავმამ ეს პროცესია შეაჩერა და ახალგაზრდა ინგლისელს თავის წარმოჩენის საშუალება მისცა.

ვფიქრობ 4 ნახევარმცველი არ იქნება ისე გამწესებული, როგორც ეს ფერგის "იუნაიტედში" ხდებოდა, კერძოდ გამოკვეთილი ვინგერებით და ორი მეტ-ნაკლებად ჩამშლელი ნახევარმცველით. "წითლებს" გამოკვეთილი მარჯვენა გარემარბი არ ჰყავთ(თუ არ ჩავთვლით ვალენსიას) ამიტომ ოთხეულს ბევრი მოძრაობა და ადგილების შეცვლა მოუწევთ, რაც დაიმონდს იგივე რომბს ნიშნავს. რადგან ვან გაალი ერერასადმი დიდ სიმპათიებს არ ამჟღავნლებს, ვფიქრობ მის ადგილს ფელაინი დაიკავებს. მატა - 10-იანზე, დი მარია კი საყვარელ პოზიციაზე.

შემტევი წყვილი უფრო ჩემი სურვილია, ვიდრე რეალობა. მას შემდეგ რაც კოლუმბიელი იჯარით ავიყვანეთ, ძალიან მსურს რუნი-ფალკაოს დუეტის ხილვა, თუმცა ჯერ-ჯერობით სურვილი, სურვილადვე რჩება.

გიორგი გოგია

აირჩიე შენი შემადგენლობა


"ლესტერთან" პირველი წრის მატჩში ლუიმ 3–5–2 ტაქტიკის შემდეგ 4 მცველით თამაში არჩია და მარცხიც იწვნია, თუმცა ამ შედეგის მიუხედავად ლუი 4 მცველით თამაშს გვპირდება. ჩემს მიერ შედგენილი დაცვის ხაზი ასე გამოიყურება: ბლინდი–როხო–ჯონსი–ვალენსია. გასული ორი მატჩის გათვალისწინებით, ლუი პირველივე წუთებზე ამ ოთხეულს გამოიყვანს.

დღევანდელ თამაშში ჰოლანდიელი მენტორი დიდი ალბათობით დაიმონდს შემოგვთავაზებს. ვფიქრობ, დღეს პირველივე წუთებიდან თამაშს კერიკის ნაცვლად–მარუან ფელაინი, ანხელ დი მარია, რუნი, რომელიც 10–იანის პოზიციას დაიკავებს და იანუზაი დაიწყებს, იმის გათვალისწინებით, რომ ახალგაზრდა ბელგიელი ტალანტი "კემბრიჯ იუნაიტედის" წინააღმდეგ მართლაც ერთ–ერთი საუკეთესო იყო.

რაც შეეხება თავდამსხმელთა წყვილს, დიდად სავარაუდოა, რომ "მელიებთან" ფალკაო–უილსონის დუეტს ვიხილავთ. უილსონმა მართლაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ვან გაალზე. "ქუინს პარკ რეინჯერსის" კარში გატანილი გოლით, რომლის საშუალებით მან თავდაჯერებულობა და მწვრთნელის ნდობა მოიპოვა, პირველი წუთებიდან ჩემი აზრით სწორედ ინგლისელი გამოვა.

აკო არაქელიანი & დაჩი ქიზიყურაშვილი

აირჩიე შენი შემადგენლობა


როგორც უკვე შევიტყვეთ, ვან გაალი უარს ამბობს თავის მიერ შემუშავებულ წყობაზე (3-5-2) და დღევანდელ მატჩში 4 მცველის გამოყენებას აპირებს. ჩვენი ვარაუდით დღეს "იუნაიტედი" შემდეგი შემადგენლიბით წარსდგება მეტოქის წინააღმდეგ.

კარში დიდი ალბათობით ისევ დე ხეას ვიხილავთ, მიუხედავად იმისა, რომ ვან გაალმა ვიქტორ ვალდესს ფორმის აღდეგინის საშუალება მისცა რეზერვებში თამაშით. დაცვის ხაზი ალბათ შემდეგნაირი იქნება: მარჯვენაა ფლანგს დიდი ალბათობით რაფაელი დაიკავებს, რომელიც ეცდება საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს ვან გაალს და გულშემატივარს. დაცვის ცენტრში როჯოსა და ჯონსის დიუტს ვიხილავთ, რომლებიც ალბათ ყველაზე კარგ დაცვით თამაშს აჩვენებენ, ამასთანავე ბოლო დროს ჯონსი კუთხურის ჩამწოდებლად მოგვევლინა და არ ვფიქრობთ რომ ვან გაალი თავის ავანტიურულ გადაწყვეტილებას უღალატებს. მარცხენა ფლანგზე რაფაელის მსგავსად, შოუ შეეცდება კიდევ ერთხელ გაახსენოს თავი პრემიერ ლიგის გულშემატკივარს და საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე წარმოაჩენს.

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელებული ხმების თანახმად, ვან გაალი 4-4-2 წყობას მიმართავს, ვფიქრობთ რომ მოედნის ცენტრს სამი ფეხბურთელი დაიკავებს. ჩამშლელად ისევ და ისევ ბლინდი მოგვლევილინება, რომელსაც ვან გაალი ყოველთვის ენდობა, თუ რა თქმა უნდა დეილი მწყობრშია. მაიკლ ქერიქის არყოფნაში, ვან გაალმა უთოუდ უნდა მისცეს სათამაშო დრო ანდერ ერერას, რომელიც ყოველ შეცვლაზე ამტკიცებს, რომ ის მართლაც ძირითადის ფეხბურთელია. მასზე დღეს ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. ბლინდსა ერერას დი მარია შეუწყვილდება, რომელმაც ამ გუნდების მიერ გამართულ პირველი წრის მატჩში მეტოქის კარი დალაშქრა და დღესაც ანალოგიურს ეცდება, ვინაიდან მას პრემიერ ლიგაში ბოლო დროს მშრალი თამაშები დაუგროვდა.

შეტევაში გარდაუვალია კაპიტნის ხილვა, ვინაიდან მას მხოლოდ "ლესტერის" კარში არ გაუტანია გოლი. მოგეხსენებათ, რომ რუნის "მელიების" გარდა ყველა პრემიერ ლიგის გუნდის კარი აქვს დალაშქვრული. დღეს უაზა ამ რეკორდის გაუმჯობესებას შეეცდება. ალბათ ვან გაალის გარდა არავინ იცის თუ ვინ შეუყწვილდება კაპიტანს თავდასხმაში, ვინაიდან ფალკაოც და ვან პერსიც მწყობრში არიან, მაგრამ ვან გაალი ალბათ ისევ თანამემამულეს არჩევს კოლუმბიელს და რუნი-ვან პერსის დუეტი ეცდება, "მელიებისთვის" თავისი ადგილის მიჩენას. მათ უკან ესპანელი გამთამაშებელი, ხუან მატა იმოქმედებს, რომელსაც შესანიშნავი სტატისტიკა აქვს გოლების გატინს მხრივ.


რომელი ავტორის შემადგენლობას ეთანხმებით?

ლაშა ვეკუა
გიორგი გოგია
აკო & დაჩი

სტატიები
20 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
31 იანვარი 2015 16:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ვინც ჩვენ არ მოგვცა ხმა, ჯერარდისტები ხართ winked
0
№12
ავტორი: Malboro463
31 იანვარი 2015 16:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
3 მცველს დაყენებს ნახეთ თუ არა. 2 ცენტრალური ცმველი უეჭველი ეყოლება და მესამედ ბლიდნს დაწევს.
0
№13
ავტორი: Rosso Diavolo
31 იანვარი 2015 17:00
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
AkkRed,

აკო შე ხამო ! wink tongue
0
№14
ავტორი: gilmour
31 იანვარი 2015 17:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ბლინდის შესაძლებლობები ჯერ ვერ დავინახე და ასე გადაჭრით ძირითადში ვერ დავაყენებდი. მაგ პოზიციაზე პრემიერლიგაში ისეთი ფეხბურთელები გვყავს ნანახი, რომ ბლინდი ახლოსაც ვერ მივა ახლა მაგათთან. სამომავლოდ რას იზამს ვნახოთ.
0
№15
ავტორი: batumski
31 იანვარი 2015 18:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
გიორგი გოგია derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United
№16
ავტორი: Manchester_M
31 იანვარი 2015 18:38
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
არცერთი არ იქნება რაღაცა სხვას შემოგვთავაზებს ლუი :)
0
№17
ავტორი: Mufc7
31 იანვარი 2015 18:45
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
Manchester_M,
De Gea, Valencia, Jones, Rojo, Shaw, Blind, Januzaj, Di Maria, Rooney, van Persie, Falcao
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№18
ავტორი: Best 7
31 იანვარი 2015 19:33
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
გიორგი გოგია!
0
№19
ავტორი: De_Gea
31 იანვარი 2015 22:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
--Van Persie----Rooney--
-----------Mata------------
----Di Maria---Herera----
------------Blind-----------
--Shaw-----------Rafael--
-------Rojo----Jones------
----------De Gea----------
vinme metanxmebit? :D :D derpneutral
0
№20
ავტორი: AkkRed
31 იანვარი 2015 22:08
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
De_Gea,

9 ფეხბურთელით თამაშობ?
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top