თბილისი:
მანჩესტერი:
31-01-2015, 09:57
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2565,
კომენტარები: 11
ვან გაალი: "ყველაფერი შეიძლება მოხდეს"
ვან გაალი დე ხეას სავარაუდო ტრანსფერზე.
ვან გაალი:
ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ მადრიდის "რეალში" დავიდ დე ხეას გადასვლა გამორიცხული არ არის, მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედს" მისი შენარჩუნება სურს.

დავიდი მიმდინარე სეზონში საოცარ თამაშს აჩვენებს, რის ფონზეც მისდამი ინტერესს კარლო ანჩელოტი იჩენს.

ესპანელი კიპერის კონტრაქტი 2016 წლის ბოლოს იწურება და "მანჩესტერ იუნაიტედი" ჯერ-ჯერობით არ ჩქარობს მასთან შეთანხმების გახანგრძლივებას.

ბოლო პერიოდში მიწყდა ჭორები იმის თაობაზე, რომ დე ხეას მშობლიური ქალაქის გრანდს დავიდის შეძენა სურს, თუმცა ვან გაალი ამას არ გამორიცხავს.

როცა ვან გაალს ჰკითხეს, რა ხდებოდა დე ხეას ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით, მან უპასუხა: "ვფიქრობ, ეს საკითხი მოთამაშესა და "მანჩესტერ იუნაიტედს" შორის უნდა გადაწყდეს."

ხოლო, როცა ჰკითხეს, შეიძლება თუ არა დე ხეა "რეალში" აღმოჩნდეს, მან უპასუხა: "საფეხბურთო სამყაროში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. თუმცა ჩვენ მისი შენარჩუნება გვსურს."

წყარო: M.E.N.
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: batumski
31 იანვარი 2015 18:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 132
რა შეიზლება ყველაფერი მოხდეს კაი რაა... გამოდი ერთი დღე და თქვი კატეგორიულად რომ არსად არ წავა და დაგვასვენე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ There are Good Football teams and there are Great Football teams, then of course there is Manchester United

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top