თბილისი:
მანჩესტერი:
29-01-2015, 14:12
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2229,
კომენტარები: 16
ვალენსია: "ოთხეულში დარჩენა რთულია"
ანტონიო ვალენსია თავის კლუბს აფრთხილებს.
ვალენსია:
"მანჩესტერ იუნაიტედი" დიდი ხანია ოთხეულში დამკვიდრდა, მაგრამ ანტონიო ვალენსია თავის გუნდს აფრთხილებს, რომ წინ დიდი ბრძოლაა.

სეზონის ცუდი დასაწყისის შემდეგ ვან გაალის შეგირდებმა წაუგებელი სერია შემოგვთავაზეს და ამჟამად სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილზე იმყოფებიან.

"იუნაიტედი" ორი ქულით ჩამორჩება მესამე ადგილზე მყოფ "საუთჰემპტონს", მე-5 ადგილზე მყოფ "არსენალს" კი მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს.

"ტოპ-გუნდებს შორის ძალიან ღია და რთული ბრძოლა მიმდინარეობს. მეორე ადგილს შვიდი ქულით ჩამოვრჩებით, ხოლო რამდენიმე გუნდი ჩვენ ჩამოგვრჩება სამი ან ოთხი ქულით."

"დარჩენილ მატჩებში მეტად უნდა ვიბრძოლოთ, რათა რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე დავასრულოთ ჩემპიონატი. სეზონი გრძელია და თავი ხელში უნდა ავიყვანოთ, რათა გულშემატკივრისთვის შედეგები მოვიპოვოთ."

"წინ ძალიან რთული მატჩები გვაქვს კარგი და ჩვენი კონკურენტი გუნდების წინააღმდეგ, მაგრამ თუ მაღალ კონცენტრაციას შევინარჩუნებთ, ოთხეულში მოხვედრის მიზანს მივაღწევთ."
- განაცხადა ვალენსიამ.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
16 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2015 17:48
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Mufc7,

ვისთან ხარ?
0
№12
ავტორი: Mufc7
29 იანვარი 2015 17:52
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
ამასთან
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№13
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2015 17:53
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
Mufc7,

არ სცალია იღრიჭება :დდ
0
№14
ავტორი: Mufc7
29 იანვარი 2015 18:25
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
AkkRed,
:დ ჩემთვის სულ სცალიაა:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№15
ავტორი: Jorbe-Jorbe
29 იანვარი 2015 19:22
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ეს ხო იმენა მართლა ვალენსიაა რააა
0
№16
ავტორი: GeorgeBest
29 იანვარი 2015 21:29
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
პრემიერ ლიგაში ადვილი არაფერია მარა წელს ოთხეულს დავდებთ უაზროდ თუ კიდე არ გავანიავებთ ქულებს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top