თბილისი:
მანჩესტერი:
28-01-2015, 15:16
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2059,
კომენტარები: 11
ვან პერსი: "არ ვიცი ახალ კონტრაქტს თუ მივიღებ"
ვან პერსი კონტრაქტის შესახებ.
ვან პერსი:
"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა განაცხადა, რომ თავისი მომავლის შესახებ გავრცელებული ხმებით არ ინტერესდება.

პრესაში არაერთხელ დაიწერა, თითქოს რობინ ვან პერსით თურქული კლუბები ინტერესდებოდნენ და ვან გაალი თანამემამულის გასაყიდად მზად არის.

მოქმედი კონტრაქტი ვან პერსის 18 თვის შემდეგ ეწურება და ჯერ-ჯერობით უცნობია შესთავაზებს თუ არა "იუნაიტედი" ახალ შეთანხმებას.

თავდასხმელი კი აცხადებს, რომ მომავლით არ ინტერესდება და დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე უყურებს განვითარებულ მოვლენებს.

"საუბრები არ მანაღვლებს. ამჟამად "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი ვარ და მოქმედი კონტრაქტით 18 თვე მაკავშირებს ამ კლუბთან."

"არ ვიცი რა მელოდება მომავალში. ამის დანახვა უბრალოდ შეუძლებელია. მოვიცადოთ და ვნახოთ რა მოხდება."
- განაცხადა რობინმა.

ვან პერსიმ ასევე განაცხადა, რომ მას და მის თანაგუნდელებს მწვრთნელის წარმატების სჯერათ და მას მხარს უჭერენ.

"ჩვენ, მოთამაშეებს, ლუი ვან გაალის გვჯერა. ერთად სულ რაღაც 6 თვის განმავლობაში ვმუშაობთ. მოთამაშეები, პერსონალი - მწვრთნელს ყველა ენდობა და ყველას სჯერა, რომ ჩვენი საქმე კარგად წარიმართება. შევეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ კლუბმა წარმატებებს მიაღწიოს." - დაასრულა ვან პერსიმ.

წყარო: dailymail
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: AkkRed
29 იანვარი 2015 18:41
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ამან ფორმა რომ (თუ) დაიბრუნებს მერე ვან გაალს ვეხვეწოთ დ”ატოვეო” winked
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top