თბილისი:
მანჩესტერი:
26-01-2015, 17:24
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2858,
კომენტარები: 12
"იუნაიტედი" ბენზემას აკვირდება
"წითელ ეშმაკებს" კარიმ ბენზემა სურთ.
მადრიდის "რეალი" მზადაა ზაფხულში კარიმ ბენზემა გაყიდოს.

ფრანგი ფეხბურთელით საფრანგეთის ლიგა 1-ს ჩემპიონი, პსჟ ინტერესდება, ხოლო "მანჩესტერ იუნაიტედი", "არსენალი" და "ლივერპული" მას აკვირდებიან.

ესპანური პრესის ცნობით მადრიდული გრანდი მზადაა ბენზემას თაობაზე შეთავაზებები განიხილოს.

ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულები კარიმს 40 მლნ. ფუნტად აფასებენ და მიუხედავად იმისა, რომ მან 176 მატჩში 81 გოლი გაიტანა, "რეალი" ახალი თავდამსხელის ძიებაშია.

ბენზემამ, რომელსაც "რეალთან" კონტრაქტი 2019 წლამდე აკავშირებს, "კორდობას" წინააღმდეგ მატჩშიც მოახერხა თავის გამოჩენა.

ზემოაღნიშნული გუნდებიდან "ლივერპული" ფრანგისთვის 63 მლნ. ფუნტის გადახდას გეგმავს, ხოლო ბენზემას ყოფილი კლუბი, "ლიონი" კარიმის დასაბრუნებლად ალექსანდრ ლაკაზეტსაც გაუშვებს.

წყარო: dailystar
ახალი ამბები, ტრანსფერები
12 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
27 იანვარი 2015 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩიჩარიტო დააბრუნეთ, ბენზემაც მოიყვანეთ და ფალკაო გაუშვით facepalm
0
№12
ავტორი: AkkRed
27 იანვარი 2015 11:00
  • სიახლეები: 74
  • კომენტარები: 4669
ბარეღამ ოქრიაშვილი ვიყიდოთ და ავშენდით
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top