მანჩესტერ იუნაიტედის მწვრთნელმა, სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ თვისმა გუნდმა უნდა შეძლოს ქულების მაქსიმალური რაოდენობის მოპოვება საახალწლო თამაშებში. სერ ალექსის ფეხბურთელები ამ პერიოდში რადიკალურად განსხვავებულმა ემოციებმა მოიცვეს. თვიდან მათ 5-0 დაამარცხეს უიგანი, 31 დეკემბერს კი საკუთარ მოედანზე ბლექბერნთან 2-3 დათმეს მატჩი. სერ ალექსმა განაცხადა, რომ ასეთი ფაქტები ამ სეზონში დაუშვებელია:"რამდენიმე წლის განმავლობაში სეზონის კალენდრის მიხედვით ყველაზე ხშირად მიდლსბროსთან და საუტჰემპტონთან გვიწევდა თამაში საახალწლო ან საშობაო პერიოდში. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. არა აქვს მნიშვნელობა სადაა მატჩი შინ თუ გარეთ აუცილებლად უნდა მოვიგოთ. ჩვენ ნიუკასლს ვხვდებით ოლდ ტრაფორდზე და არა გასვლაზე, როგორც გასულ სეზონში. შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული უპირატესობა გვაქვს. ახლა ცხრილის სათავეში ვარტ და გვინდა სეზონის ბოლოსაც აქ ვიყოთ."
სერ ალექსს ჰკითხეს, თუ რომელი მატჩი იყო მისთვის ყველაზე დასამახსოვრებელი საახალწლო პერიოდში. მან თქვა, რომ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო მატჩი შეფილდ უენსდეისთან, რომელიც 3-3 დასრულდა:" წარსულში რომ დავბრუნდეთ და გავიხსენოთ, ყველაზე დასამახსოვრებელია მატჩი შეფილდ უენსდეისთან. 3 ბურთს ვაგებდით და საბედნიეროდ ერიკ კანტონამ და მაკკალირმა დუმბლით დაამთავრეს მატჩი ფრედ. კიდევ ერთი იყო 6-3 ოლდჰემთან."
ექსპერტებმა თვისი გამოთვლებით განაცხადეს, რომ იუნაიტედი ამ პერიოდში ყოველ მატჩში საშუალოდ 3.76 გოლს გაიტანენ, ასე რომ იუნაიტედის ფანებს გოლების წვიმა ელოდებათ "Boxing DAy"_ზე