თბილისი:
მანჩესტერი:
25-01-2015, 08:40
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2810,
კომენტარები: 13
"ბრედფორდის" მწვრთნელს "იუნაიტედი" სურს
"ბრედფორდ სიტის" მწვრთნელი "იუნაიტედის" მოლოდინშია.
ფილ პარკინსონი აცხადებს, რომ "ჩელსისთან" ორ ბურთიანი სხვაობის შემდეგ გამარჯვება მის გუნდს კვლავ დააბრუნებს დიდების მწვერვალზე.

"ბრედფორდის" მწვრთნელს სურს ინგლისის თასის მომდევნო გათამაშებაში "მანჩესტერ იუნაიტედს" შეხვდეს, თუ, რა თქმა უნდა, ეს უკანასკნელი მომდევნო ეტაპზე გავა.

"ჩელსის" რიგებში გარი კეჰილისა და რამირესის გოლებს "ბრედფორდმა" ჯონ სტიდის, ფილიპ მორაისის, ენდი ჰელიდეისა და მარკ იტსის გოლებით უპასუხა, საბოლოოდ შეხვედრა კი 2-4 დასრულდა.

"გამარჯვებამ "ბრედფორდი" კვლავ აღადგინა. იგივე ორი წლის წინაც გავაკეთეთ და ახლა უფრო მეტი ადამიანი ავალაპარაკეთ."

"როცა მოედანზე ვიყავით და აღვნიშნავდით, ცოტა რთულად დასაჯერებელი იყო. ჩვენ პრემიერ ლიგის ლიდერებთან ჩამოვედით და 4 გოლი გავიტანეთ."

"თუ "იუნაიტედი" "კემბრიჯს" გასცდება, მინდა მათ შევხვდეთ."

"დარწმუნებული ვარ, თუ "ოლდ ტრაფორდზე" ჩავალთ, 15 ათასი ქომაგი გვეყოლება."
- განაცხადა პარკინსონმა.

წყარო: dailymail
ახალი ამბები, ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
25 იანვარი 2015 17:38
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4130
Ra timeball wamoiges azrze xar?:-D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№12
ავტორი: Jorbe-Jorbe
25 იანვარი 2015 21:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
ეს ნახე რა...სანანებელი არ გაუხდეს ენის ტლიკინი
0
№13
ავტორი: DiMaria
26 იანვარი 2015 09:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
სპასიბა ჯიგარი, მარა გეყოს
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top