სანკტ-პეტერბურგის "ზენიტის" ნახევარმცველმა, აქსელ ვიტსელმა აღიარა, რომ პრემიერ ლიგაში თამაშის სურს.
" სიმართლეა, პრემიერ ლიგაში თამაში მსურს. ეს გიჟური ჩემპიონატია და ბუნდესლიგასა და პრიმერასთან ერთად ევროპის საუკეთესო ლიგას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, მსურს ერთ დღეს იქ მოხვედრა." - განაცხადა აქსელმა.
ბელგიელმა ფეხბურთელმა ისიც აღიარა, რომ ბავშვობიდან "იუნაიტედს" ქომაგობს და იმედი აქვს თავისი კარიერა ამ გზით წარიმართება.
"ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ, სულ რაღაც 26 წლის. ბავშვობაში ძალიან მიყვარდა "მანჩესტერ იუნაიტედი" და მას ყოველთვის ვუჭერდი მხარს. ვნახოთ, როგორ წარიმართება ჩემი მომავალი." - დაასრულა ვიტსელმა.
თუმცა 2008 წელს მან სულ სხვა რამ განაცხადა: "ვოცნებობ "არსენალში" თამაშზე, თუ "მანჩესტერ იუნაიტედს", "ჩელსის" ან "არსენალს" ჩემი შეძენა სურთ, ყოველგვარი ფიქრის გარეშე "არსენალში" გადავალ."