თბილისი:
მანჩესტერი:
21-01-2015, 14:04
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2750,
კომენტარები: 13
ვის დატოვებს ვან გაალი "იუნაიტედში"?! (ნაწილი მეორე)
ლუის ვან გაალი კიდევ ერთი დილემის წინაშეა.
ვის დატოვებს ვან გაალი
BBC Sport-ის ყოველკვირეულ რუბრიკაში, ბობი სევიჯი ამჯერად "იუნაიტედის" იმ ფეხბურთელებზე ისაუბრა, რომელთა კონტრაქტი ამ ზაფხულს ან უახლოეს 18 თვეში იწურება.

ასეთი მოთამაშე "წითლების" შემადგენლობაში თვრამეტია, თუმცა მეტ-ნაკლებად ზოგიერთ მათგანის ბედი უკვე გადაწყვეტილია.

თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა მანჩესტერული კარიერა ბურუსითაა მოცული, მაგალითად რადამელ ფალკოა.

მას შემდეგ რაც ვან გაალი "ოლდ ტრაფორდზე" მივიდა, 15 მოთამაშე გაისტუმრა გუნდიდან, ზოგი სამუდამოდ, ზოგიც კი მცირე ხნით. თუმცა ეს ჯერ კიდევ არაფერია და ჰოლანდიური წმენდა სავარაუდოდ კიდევ გაგრძელდება. ჩემი აზრით გუნდში არის მინიმუმ 10 ფეხბურთელი, რომელთაც ახალი კონტრაქტი არ ეკუთვნით.

მოთამაშეები, რომლებსაც კონტრაქტი 2015/16 წლის სეზონის ბოლოს ეწურებათ


ვის დატოვებს ვან გაალი "იუნაიტედში"?! (ნაწილი მეორე)


დავიდ დე ხეა: გუნდში 2011 წელს მოვიდა, "მადრიდის ატლეტიკოდან".
ასაკი: 24
პოზიცია: მეკარე
ძირითადი შემადგენლობა: 22

დავიდი მსოფლიოს საუკეთესო მეკარედ ყალიბდება. "იუნაიტედმა" კი ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც კი ხელეწიფება, რომ ესპანელს საუცხოო კონტრაქტი შესთავაზოს, რომელზეც დე ხეა უარს ვერ იტყვის. თუმცა თუკი "მადრიდის რეალი" გადაწყვეტს მის შეძენას, მაშინ "წითლებს" მინიმალური შანსი ექნებათ საკუთარი მეკარის შესანარჩუნებლად.

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი(თუკი შესაძლებელი იქნება.)

ვიქტორ ვალდესი: გუნდში 2015 წელს მოვიდა, თავისუფალი აგენტის სტატუსით.
ასაკი: 33
პოზიცია: მეკარე
ძირითადი შემადგენლობა: 0

14 იანვარს ვალდესს 33 წელი შეუსრულდა, თუმცა მეკარისთვის ეს ასაკი არაფერს ნიშნავს. ვან გაალმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" ყოფილი კიპერი მის გუნდს შეუერთდა როგორც მეორე მეკარე, თუმცა ისიც დასძინა, რომ ვიქტორი იბრძოლებს ძირითადში ადგილისთვის. იდეალური ვარიანტი ჩემთვის, იქნება დავიდ დე ხეას და ვალდესის შენარჩუნება, თუმცა ვინ იცის, მოხდება ასე?

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი.

ანდერს ლინდერგორი: გუნდში 2010 წელს მოვიდა, "ოლესუნიდან".
ასაკი: 30
პოზიცია: მეკარე
ძირითადი შემადგენლობა: 0

ვალდესის მოსვლა დანიელისთვის სასიხარულო ნამდვილად არ არის, ის მესამე მეკარე გახდა.

ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.

ფილ ჯონსი: გუნდში 2011 წელს მოვიდა, "ბლექბერნიდან".
ასაკი: 22
პოზიცია: მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 11

რიო ფერდინანდის და ნემანია ვიდიჩის წასვლით, ფილს გაუჩნდა შანსი ნამდვილ ლიდერად ჩამოყალიბებულიყო, თუმცა მან ეს ვერ შეძლო. კარგი მცველი, თუმცა არა "იუნაიტედის" დონის.

ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.

იცით თუ არა რომ? "იუნაიტედმა" მოიგო მატჩების მხოლოდ 20%, როცა ფილი თამაშობდა, ხოლო როცა ინგლისელი გუნდს ვერ ეხმარებოდა, "წითლებმა" 72.6% შემთხვევაში მიაღწიეს საწადელს.

კრის სმოლინგი: გუნდში 2010 წელს მოვიდა, "ფულემიდან".
ასაკი: 25
პოზიცია: მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 10

შესანიშნავი ათლეტი, თუმცა არა ასეთი ფეხბურთელი. ძალიან ხშირად ეთიშება თამაშს.

ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.

ჯონი ევანსი: კლუბის აღზრდილი.
ასაკი: 27
პოზიცია: მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 8

როგორც ფილის და კრისის შემთხვევაში, არც ჯონი ევანსი მგონია იყოს ვან გაალისთვის პირველი ოფცია კარგი მცველების შეძენის შემდეგ და არც ის მგონია, რომ ჩრდილო-ირლანდიელს ახალ კონტქატს შესთავაზებენ. მართალია, ჯონი კოლეგებთან (სმოლინგი,ჯონსი) შედარებით, ბურთთან უკეთ მოქმედებს, თუმცა მას არ შეუძლია იყოს ლიდერი.

ვერდიქტი: უნდა წავიდეს.

რაფაელი: გუნდში 2008 წელს მოვიდა, "ფლუმინენსედან"
ასაკი: 24
პოზიცია: მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 6

შესაძლოა ბრაზილიელი დაცვითი ფუნქციების შესრულების დროს კონცენტრაციას კარგავდეს, თუმცა შეტევაში იგი ძალიან აქტიურია. მე ახალ მარჯვენა მცველს მოვიყვანდი გუნდში, თუმცა აუცილებლად შევინარჩუნებდი რაფაელსაც.

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი.

ეშლი იანგი: გუნდში მოვიდა 2011 წელს, "ასტონ ვილადან"
ასაკი: 29
პოზიცია: ნახევარ მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 11

მართალია, გასულ სეზონში ვამბობდი, რომ ეშლის აუცილებლად უნდა დაეტოვებინა გუნდი, თუმცა ყველაფერი შეიცვალა. ინგლისელი ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მიმდინარე სეზონში.

ვერდიქტი: ახალი კონტრაქტი.

იცოდით თუ არა, რომ? "იუნაიტედი" მხოლოდ ერთხელ დამარცხდა, როცა ეშლი მოედანზე იმყოფებოდა და ეს პირველ ტურში, "სუონსის" წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში მოხდა.

ნიკ პოუელი: გუნდში მოვიდა 2012 წელს, "კრუ ალექსანდრეადან"
ასაკი: 20
პოზიცია: ნახევარ მცველი
ძირითადი შემადგენლობა: 0

"ლესტერში" ერთ წლიანი იჯარა შეწყდა, მიუხედავად იმისა, რომ ნიკმა რამდენიმე შეხვედრა ჩაატარა "მელიების" შემადგენლობაში. ის ჩემპიონშიპში უნდა წავიდეს, რათა სათამაშო პრაქტიკა მიიღოს.

ვერდიქტი: უნდა წავიდეს.

რობინ ვან პერსი: გუნდში მოვიდა 2012 წელს, "არსენალიდან"
ასაკი: 31
პოზიცია: თავდამსხმელი
ძირითადი შემადგენლობა: 21

მის თაობაზე გაორება მემართება: რობინი - პრემიერ ლიგის ლეგენდაა, თუმცა 2016 წელს უკვე 33 წლის ხდება.

კერიკის და ვალდესისგან განსხვავებით, რომლებიც რობინზე უფროსები არიან, ფორვარდისთვის ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მე დავტოვებდი მას შემდეგ სეზონში, რადგან ჯერ კიდევ შეუძლია სარგებლის მოტანა.

თუმცა 1 წლის შემდეგ, შეიძლება ითქვას, რომ ასაკი რობინის წისქვილზე წყალს ნამდვილად ვერ დაასხამს. ამიტომ კონტქატის ამოწურვის შემდეგ, შეიძლება წინ გახედვა, ფიქრი MLS-ზე. ვან პერსის შესანიშნავი კარიერა ჰქონდა, თუმცა ვფიქრობ ვან გაალისთვის ამას დიდი მნიშვნელობა არ ექნება.

ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.

ხავიერ ერნანდესი(ჩიჩარიტო): გუნდში მოვიდა 2010 წელს, "გვადალახარადან"
ასაკი: 26
პოზიცია: თავდამსხმელი
ძირითადი შემადგენლობა(პრემიერ ლიგა და ლა ლიგა): 2

ვან გაალმა უკვე გააგზავნა მექსიკელი არენდით "რეალში", თუმცა არც იქ მისცემია მექსიკელს დიდი დრო. ძნელი წარმოსადგენია მისი "ოლდ ტრაფორდზე" დაბრუნება.

ვერდიქტი: შეუძლია წავიდეს.

გუნდის გარდაქმნა ძვირი ბედნიერებაა

2014 წლის დასაწყისში, მე ვთქვი, რომ "იუნაიტედმა" უნდა დახარჯოს 200 მილიონი, რადგან ღირსეულად დაუხვდეს ნებისმიერ მეტოქეს "ოლდ ტრაფორდზე".

დევიდ მოიესმა, ხუან მატასთვის 37 მილიონი გადაიხადა, ხოლო ვან გაალმა 6 ახალი ფეხბურთელისთვის 150. ჯამში თითქმის 200-ია, თუმცა მაინც რჩება შთაბეჭდილება, რომ დასახარჯი კიდევ ბევრია.

ვან გაალმა უნდა მოაწესრიგოს დაცვა და ცენტრალური ზონა, ამისთვის მინიმუმ 100 მილიონია საჭირო. ეს ჯერ კიდევ პროცესის დასაწყისია.

პირველი ნაწილი იხილეთ აქ



წყარო: carrick.ru
სტატიები
13 კომენტარი
№11
ავტორი: Jorbe-Jorbe
21 იანვარი 2015 19:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
აუ ამან გაუშვა ნახევარი მანჩესტერი. wink დეხეა უნდა დარჩეს აქ ყველა ვთანხმდებით მემგონი. ჯონსის გაშვება კი მემგონი შეცდომა იქნება. ჩიჩარიტო სათადარიგოსთვის მეცოდება, ასე რომ უნდა წავიდეს. ვან პერსიც დაბერდა და უნდა წავიდეს, მითუმეტეს თუ ფალკაოს გავიფორმებთ.
0
№12
ავტორი: George27
21 იანვარი 2015 19:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 115
და ყველა მცველი თუ გაუშვეს ბოლოს მცველების გარეშე დავრჩებით სავარაუდოთ =)))) იქნებ ჯერ ახლები მოვიდნენ და მერე გავუშვათ =)))
0
№13
ავტორი: RojoDiablo
22 იანვარი 2015 08:06
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ამ სევეჯმა რამდენიც უნდა ილაპარაკოს, ლუის ფეხებზე ჰკიდია ამის აზრი.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top