თბილისი:
მანჩესტერი:
18-12-2012, 16:30
ავტორი: Esi,
ნანახია: 3203,
კომენტარები: 18
ვინ შეცვლის "ვეტერანებს"?
ვინ შეიძლება შეცვალოს რაიან გიგზი და პოლ სქოულზი?
ვინ შეცვლის
მანჩესტერ იუნაიტედის მთავარ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს უწევს ფიქრი იმის შესახებ თუ ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს წითელ ეშმაკებში რაიან გიგზისა და პო სქოულზის ადგილი.

ძნელია ასეთი ლეგენდების ჩანაცვლება და მათთან განშორება,მაგრამ დგება დრო,როდესაც გვიწევს შევეგუოთ ამ ყველაფერს.ისინი ხომ ლეგენდები არიან.

მაგრამ გასათვალისწინებელია ის ფაქტიც,რომ ორივე ასაკშია.რამდენიმე კვირის წინ რაიან გიგზი 39 წლის გახდა,ხოლო პოლ სქოულზი 38 წლის გახლავთ.და რაღა თქმა უნდა ძნელია ასეთ ასაკში შეუცვლელად ჩაატარო შეხვედრა და რა გასაკვირია თუ მათ იშვიათად უწევთ თამაში ძირითად შემადგენლობაში.განსაკუთრებით რაიან გიგზს,რომელიც ამ სეზონში იშვიათად თუ მოუწევს თამაშში ჩართვა.

ძნელია წარმოიდგინე ამ ორი ფეხბურთელის გარეშე მანჩესტერ იუნაიტედი,მაგრამ მომავალს უნდა შევეგუოთ.ამ სტატიაში მე შემოგთავაზებთ იმ ფეხბურთელების სიას,რომლებმაც შესაძლოა შეცვალონ ეს ორი უდიდესი ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედში.


1.უესლი სნეიდერი(ჰოლანდია,ინტერი)

ვინ შეცვლის "ვეტერანებს"?

ყველაზე კარგი ვარიანტი ვეტერანების ჩანაცვლებისა გახლავთ მილანის ინტერის ფეხბურთელი უესლი სნეიდერი,რომლითაც მანჩესტერ იუნაიტედი რამდენიმე წელია დაინტერესებულია.რამდენიმე კვირის წინ ისევ გავრცელდა ხმები მანჩესტერ იუნაიტედის დაინტერესებისა ამ ფეხბურთელით.სნეიდერი გახლავთ ძალიან კარგი ფეხბურთელი,რომელსაც შეუძლია მარტო აკონტროლოს მოედნის ცენტრი.რამდენიმე წელია ჰოლანდიელი ძალიან მაღალ დონეზე თამაშობს და რა გასაკვირია თუ ამ ყველაფრის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედმა მიაბყრო თავისი ყურადღება ჰოლანდიელის წინააღმდეგ.

და თუ ეს ტრანსფერი შედგა,მაშინ სნეიდერის მანჩესტერ იუნაიტედში თავისი თანამემამულე რობინ ვან პერსის გვერდით მოუწევს თამაში.





2.კრისტიან ერიქსენი(დანია,აიაქსი)

ვინ შეცვლის "ვეტერანებს"?

შემდეგი იდეალური ვარიანტი არის დანიელი კრისტიან ერიქსენი,რომელიც ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელია თავის კლუბში.გარდა მანჩესტერ იუნაიტედისა The Metro-ს განცხადებით ამ ფეხბურთელით დაინტერესებულია ლივერპული.

გასულ სეზონში ერიქსენმა თავის კლუბში გაიტანა 8 გოლი და 21 საგოლე გადაცემა გააკეთა,ხოლო ამ სეზონში მას უკვე აქვს 6 გოლი გატანილი,ხოლო მის ანგარიშზე კი 10 საგოლე გადაცემაა,რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია.გასულ სანტრასფერო ბაზარზეც ძალზეც მოთხოვნადი ფეხბურთელი გახლდათ და ეს მოთხოვნა ამ ზამთარში ერთი-ორად გაიზრდება.მას აქვს ისეთი მონაცემები,რომლის მიხედვითად შეუძლია შეცვალოს ეს ორი ვეტერანი ფეხბურთელი.





3. კევინ სტროტმანი(ჰოლანდია,პ.ს.ვ ეინდჰოვენი)

ვინ შეცვლის "ვეტერანებს"?

რამდენიმე სანდო და პოპულარულმა ჟურნალ-გაზეთებმა თავის ფურცლებზე ააჭრელეს შემდეგი სახის სტატიებით,რომ პ.ს.ვ ეინდჰოვენის ვარსკვლავით კევინ სტროტმანით დაინტერესებულია მანჩესტერ იუნაიტედი. რაიან გიგზსა და პოლ სქოულზს თავიანთი ფორმის პიკში ჰქონდათ უნიკალური უნარი,რომ მათ შეეძლოთ თამაშის მიმდინარეობისას რამდენიმე პოზიციაზე ეთამაშათ,სწორედ ამ უნარით არის დაჯილდოვებული სტროტმანი,რომელსაც შეუძლია რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს,მაგრამ ძირითადად ნახევარდაცვის ცენტრში თამაშობს. მისი პოზიციიდან გამომდინარე ის ძალიან საჭირო ფეხბურთელია მანჩესტერ იუნაიტედისათვის და არაა გამორიცხული სწორედ ეს უკანასკნელი ვიხილოთ ამ კლუბში.




4. ტომ ინსი(ინგლისი,ბლექპული)

ვინ შეცვლის "ვეტერანებს"?

The Daily Star-ის განცხადებით,ბლექპულის ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელით ტომ ინსით დაინტერესებულია ინგლისის პრემიერ ლიგის ორი უდიდესი კლუბი ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი.მიუხედავად მისი ასაკისა,ტომ ინსი უკვე კლუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახლავთ და ბლექპულის მესვეურებს რაც უფრო დრო გადის მით უფრო გაუძნელდებათ ამ ფეხბურთელის შენარჩუნება,რადგან მისით უკვე ინგლისური გრანდები იჩენენ ყურადღებას.

აქვე იმასაც გეტყვით,რომ ტომ ინსი მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდის პოლ ინსის შვილი გახლავთ და რა გასაკვირია ასეთი მამის შვილი თუ ასე კარგად თამაშობს...





5.ვილფრედ ზაჰა(ინგლისი,კრისტალ პალასი)

ვინ შეცვლის "ვეტერანებს"?

კრისტალ პალასის ახალგაზრდა ინგლისელი ფეხბურთელი ვილფრედ ზაჰა ყველაზე მოთხოვნადი ფეხბურთელი იქნება ამ სანტრასფერო ფანჯრის დროს.

Football.co.uk-ის თქმით,მანჩესტერ იუნაიტედი დაინტერესებულია ვიფლრედ ზაჰათი.ზაჰა გახლავთ სწორედ ისეთი ახალგაზრდა,ნიჭიერი და პერსპექტიული მოთამაშე,რომელსაც შეუძლია ერთდროულად კონცენტრაცია გააკეთოს გოლზე და ამასთანავე შეუძლია თვითონ შექმნას ესა თუ ის მომენტი მოედანზე.

სავსებით შესაძლოა,რომ სწორედ ეს ფეხბურთელი გახლდეს გასაღები იმისა,რის შედეგადაც მანჩესტერ იუნაიტედი გასცემს კითხვაზე პასუხს.."შეცვლის თუ არა ვინმე გიგზსა და სქოულზს"
...



სტატია მომზადებულია გოგიტა ესიავას მიერ სპეციალურად RedArmy.Ge-სთვის
სტატიები
18 კომენტარი
№11
ავტორი: ლადო
18 დეკემბერი 2012 21:16
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
sneideri da gveyofaa
0
№12
ავტორი: MUFC#1
18 დეკემბერი 2012 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 62
ლეგენდების შეცვლა ძნელი იქნება მაგრამ უმტკივნეულოდ უნდა გადაიტანოს გუნდმა და ჩანაცვლება უნდა მოხდეს გიგზის შემცვლელად მე პირადად ბეილს ვხედავ მაგრამ ძნელი იქნება მისი გადმობირება აი სქოუზის შეცვლა თითქმის შეუძლებელია რადგან მისი სტილის იგროკები აღარ არიან! მაგრამ ერიქსენი ნაღდად გააძლიერებდა გუნდს!მისგან ბაბუ ვარსკლავს გაზრდის! bully
0
№13
ავტორი: Amanda Seyfried
18 დეკემბერი 2012 21:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
დრო გვიჩვენებს,არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო
0
№14
ავტორი: BERDI
18 დეკემბერი 2012 21:43
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
რაც არ უნდა მაგრები მოვიდნენ მანჩესტერში ამ ორ უმაგრეს უჯიგრეს სიტყვები არ მყოფნის... ფეხბურთელებს ვერც ვერავინ ვერ შეცვლის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№15
ავტორი: buka oboladze
18 დეკემბერი 2012 21:55
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
ენრიკესი და სტროტმანის ტრანფერები მაგრად გაასწორებს ^_^
0
№16
ავტორი: VaRdo
18 დეკემბერი 2012 22:58
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Amanda Seyfried
დრო გვიჩვენებს,არ მინდა მოვლენებს წინ გავუსწრო


+111111
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№17
ავტორი: creep
19 დეკემბერი 2012 12:01
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
მოკლედ და კონკრეტულად...... ვერც ვერავინ
0
№18
ავტორი: Ví Ví
20 დეკემბერი 2012 20:06
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ერიკსენი ძააან მინდაააააააა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top