ვან პერსი შესაძლოა დაშავებულია, მაგრამ ეს ჰოლანდიელს მანჩესტერის ცივ ამინდშიც კი ვერ აჩერებს.
მანჩესტერი თეთრმა ზედაპირმა დაფარა, რობინ ვან პერსიმ კი თავისი სახლის უკანა ეზოში თოვლის ბაბუა გააკეთა, რომელიც მეკარის პოზიციაზე "ათამაშა".
თავისი ნამოქმედარის ამსახველი სურათი კი თავის ოფიციალურ Facebook გვერდზე ატვირთა.
ვან პერსიმ "საუთჰემპტონთან" მიღებული ტრავმის შემდეგ "ლოფტუს როუდზე" ქპრ-ს წინააღმდეგ მატჩი გამოტოვა.
გარდა ამისა, ექიმების მოთხოვნით ის ვერც პუშკაშის სახელობის საუკეთესო გოლის ნომინაციაზე წარსდა, სადაც მის მიერ ესპანეთის ნაკრების კარში ულამაზესი თავური იყო ნომინირებული.
ამჟამად ჰოლანდიელი რეაბილიტაციის კურსს გადის და როგორც მედია იუწყება, უახლოეს მომავალში მოახერხებს დაბრუნებას.