თბილისი:
მანჩესტერი:
19-01-2015, 11:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3324,
კომენტარები: 12
ყვავიან გლადიოლუსები დამწვარ მიწაზე?
მოიესისა და ვან გაალის შედარება.
ყვავიან გლადიოლუსები დამწვარ მიწაზე?
21 ტურის შემდეგ ვან გაალს ისეთივე მაჩვენებელი ჰქონდა, რაც დევიდ მოიესს, მაგრამ იყო კი ლუი ისევე ცუდი, როგორც ადამიანი, რომელიც პოსტზე სეზონის ბოლომდეც კი ვერ გაჩერდა?

ჩავატაროთ ანალიზი და გავიგოთ, რომელ მათგანს ჰქონდა უკეთესი შედეგი ამ დროისათვის.

1) სტატისტიკური ანალიზი

ჰოლანდიელმა ერთი მატჩით ნაკლები მოიგო (ათი 11-ს წინააღმდეგ), მისმა გუნდმა 34 გოლი გაიტანა. ეს მაჩვენებელიც ცუდია იმასთან შედარებით, რაც მის წინამორბედს ჰქონდა გასულ სეზონში. ვან გაალის გუნდმა საერთო ჯამში 11,465 პასი გააკეთა, მოიესის გუნდმა კი 10,306, ზუსტი გადაცემების პროცენტული მაჩვენებელი კი 85,2%-ა 83.1%-ს წინააღმდეგ.

ყველაზე ალოგიკურად ალბათ უფრო ის ითვლება, რომ ვან გაალი, რომელმაც ტოტალური ფეხბურთის ჰოლანდიური სკოლა გამოიარა, ცდილობს შექმნას გუნდი, რომელიც უფრო ხშირად მიმართავს გრძელ გადაცემებს (12.9% 11.3%-ს წინააღმდეგ), ვიდრე შოტლანდიელის გუნდი. მიუხედავად იმისა, რომ დევიდის "იუნაიტედი" მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტ გადაცემას აკეთებდა - 3,183 3,078-ს წინააღმდეგ - ვან გაალის ფეხბურთელები პასის მიწოდებისას უფრო ზუსტები იყვნენ. ვან გაალის "იუნაიტედმა" 21 ტურში სამი გოლით ნაკლები გაუშვა, უფრო მეტი ორთაბრძოლა მოიგო (408 354-ს წინააღმდეგ), მაგრამ უფრო მეტი ჯარიმა აიღო (245 228-ს წინააღმდეგ) და მიიღო სამი წითელი ბარათი, რაც ორით მეტია, ვიდრე მოიესის დროს.

შეფასება: ვან გაალი: 6/10 მოიესი: 6/10

2) სატრანსფერო პოლიტიკა

ვან გაალმა ზაფხულში ძირითადი გუნდისთვის ექვსი ფეხბურთელი შეიძინა - რადამელ ფალკაო, ლუკ შოუ, მარკოს როხო, დეილი ბლინდი, ანხელ დი მარია, ანდერ ერერა და 150 მლნ. ფუნტი დახარჯა. საკითხავია რამდენად დიდ წვლილს წევდნენ ეს ფეხბურთელები გუნდის წარმატებაში. ტრავმებმა, არასტაბილურმა ფორმამ და პრემიერ ლიგასთან ვერ შეგუებამ გარკვეულწილად თითოეულ მათგანზე მოახდინა გავლენა. ყველაზე დიდი იმედგაცრუება ფალკაოა - "საუთჰემპტონთან" მატჩში მისი განაცხადში არ დაყენება გასაკვირი არ არის.

შარშანდელი "იუნაიტედის" ცუდ თამაშში დიდი დანაშაული 2013 წლის სატრანსფერო ბაზარზე მოიესის პასიურობაში მდგომარეობს. ერერას, ფაბრეგასის, ტიაგოსა და ბეინსის შეძენის წარუმატებელ მცდელობებს კლუბში ერთადერთი ფეხბურთელი, მარუან ფელაინის მოსვლა მოჰყვა.

ბელგიელში გადახდილი 27.5 მლნ. ფუნტი და გუნდის ერთ-ერთ წამყვან ფიგურად ქცევის წარუმატებელი მცდელობა მოიესის გუნდის პრობლემებს სიმბოლურად ასახიერებს. მოიესს ვერ დაეხმარა ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ედ ვუდვორდი, რომელიც სატრანსფერო საქმიანობაში ახალბედა იყო და 1 ოქტომბერს მოიესს შერჩა მხოლოდ ფელაინი, რომელშიც "იუნაიტედის" ქომაგს დიდი ხნის წინ ეპარებოდა ეჭვი, ისევე როგორც ახალგაზრდა ურუგვაელ მცველში, გილერმო ვარელაში, რომელიც ვან გაალმა იჯარის წესით გაანათხოვდა.

შეფასება: ვან გაალი: 6/10, მოიესი: 4/10

3) ტაქტიკა

3-5-2, 5-3-2, 4-4-2, 4-4-1-1, 3-1-4-2 და 3-3-2-2: ვან გაალმა დაამტკიცა, რომ ის ძალიან მყარია ტაქტიკურ თვალსაზრისში, მაგრამ არ ზემოქმედებს კი ასეთი ხშირი ცვალებადობა გუნდის თამაშზე? ეს სქემა "იუნაიტედის" თამაშის დალაგებას არაფრით არ ეხმარება და უდიდესი პრობლემა ის არის, რომ ჯერ კიდევ ვერ ვნახეთ ჰოლანდიელის ხელმძღვანელობის ქვეშ ლამაზი სანახაობა.

სად არის "იუნაიტედის" ის მიმზიდველი ფეხბურთი, რომელზეც "წითელი ეშმაკების" გულშემატკივრები აღიზარდნენ? ვან გაალის მოდელი - ფუნქციონალური სქემაა, რომლის დახმარებით გამარჯვებები მიიღწევა. ბოლო ნაწილი უბრალოდ დიდებულია, მაგრამ პირველი ნაწილი ნიშნავს, რომ გუნდი ცუდად, ნელ ტემპში თამაშობს. "საუთჰემპტონთან" მარცხის დღეს "იუნაიტედს" სისწრაფის არ არსებობა ძალიან ძვირად დაუჯდა.

ყვავიან გლადიოლუსები დამწვარ მიწაზე?


მოიესისთვის დიდი ტაქტიკოსის წოდება სისულელე იქნებოდა, მაგრამ ვის დაავიწყდება გასულ თებერვალს "ფულჰემის" წინააღმდეგ მატჩში "იუნაიტედის" 82 ჩაწოდება?

ასევე შეიძლება მოიესი გუნდის პასიურ თამაშში და მოედანზე ფეხბურთელებისთვის ფუნქციის შესრულების სურვილის არ ქონაში დაადანაშაულო, რომელიც, რა თქმა უნდა, შოტლანდიელის უმოქმედობით და საერთო ჯამში კრეატივის ნაკლებობით არის გამოწვეული.

შეფასება ვან გაალი: 6/10, მოიესი: 4/10

4) ტრავმების წინააღმდეგ ბრძოლა

კითხვა მდგომარეობს იმაში, ბედია დამნაშავე იმაში, რომ "იუნაიტედს" ამ დროისათვის საერთო ჯამში 56 ტრავმა აქვს, თუ თავად ვან გაალის ბრალია. 63 წლის სპეციალისტმა აღიარა, რომ ახლა ის მოთხოვნილზე ნაკლებ დატვირთვებს მიმართავს ვარჯიშებზე და ცდილობს ტრავმებისგან რაც შეიძლება მეტად დააღწიოს თავი. მიუხედავად მიზეზისა, "იუნაიტედის" ტრავმიანობის სიხშირე არ შეიცვალა, მაგრამ ეს უკეთ ხსნის "იუნაიტედის" დღევანდელ მდგომარეობას.

21 ტურის შემდეგ მოიესის გუნდს 44 ტრავმა ჰქონდა, თუმცა "იუნაიტედი" ამ დროისათვის ჩემპიონთა ლიგაზე თამაშობდა და არც ლიგის თასიდან გავარდნილა. ტრავმირებულთა შორის იყო ისეთი ფეხბურთელი, როგორიც რუნია, რომელიც დაზიანებებს მცირე ოდენობით იღებდა. თუმცა იშვიათად ტოვებდა მატჩებს რობინ ვან პერსი, რომელიც 2013 წლის გადამწყვეტ თვეში აკლდა გუნდს. ტრავმებს ყველა მწვრთნელი აწყდება, მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ერთი მათგანის მაჩვენებელი არ მისულა ისეთ უპრეცენდენტო რიცხვამდე, როგორიც ვან გაალს აქვს.

შეფასება: ვან გაალი: 5/10, მოიესი: 4/10

5) კულისებს მიღმა მუშაობა

ჰოლანდიელმა თავიდანვე აჩვენა ყველას, რომ გუნდში ახალ ფილოსოფიას ნერგავს, რომლის მთავარ პრინციპსაც წარმოადგენს ის, რომ მოთამაშეებმა მეტად უნდა იფიქრონ და ნაკლებად დაეყრდნონ ინსტინქტებს. ამ სიტყვებმა და მოიესის შემდეგ "იუნაიტედის" ცუდმა მდგომარეობამ ვან გაალს დრო მისცა, მაგრამ ჟიური მას დაკვირვებით უყურებს, რადგან 6 თვის განმავლობაში მისი გუნდი ვერც სახლში იქცა საშიშ ძალად და ვერც გასვლაზე.

ვან გაალმა თავიდანვე ბრძანა სავარჯიშო ბაზაზე კამერების დაყენება და გამოაცვლევინა ძველი გაზონი, რომლის ნაცვლად Desso - ნატურალურთან შერწყმული სინთეთიკური გაზონი გამოიყენა, რომელიც "ოლდ ტრაფორდზეც" გამოიყენება. ლუიმ ასევე მოითხოვა მეტი ხის დარგვა, რათა სავარჯიშო ბაზა ქარისგან დაეცვა.

ყვავიან გლადიოლუსები დამწვარ მიწაზე?


ჰოლანდიელი აქტიურობდა სტადიონზეც: ფეხბურთელების დასასვენებელი ოთახი გადაიტანეს, ახლა იქ ფეხბურთელები ხურდებიან და პრეს-კონფერენციები ტარდება.

მეორეს მხრივ, "ევერტონის" ყოფილ მწვრთნელს განსაკუთრებული სამუშაო არ ჩაუტარებია როგორც კარინგტონზე, ისე "ოლდ ტრაფორდზე", მაგრამ მან სკაუტთა სისტემის რეფორმა განახორციელა და მოთამაშეთა ძებნის "ბუნკერი" შექმნა, რომელსაც "ევერტონშიც" იყენებდა - ეს შეკვეთით მზადდებოდა, რომელიც საკუთარ თავში დაფებს, კომპიუტერებს, IPad-ებსა და ტექნოლოგიის სხვა სიახლეებს შეიცავდა.

შეფასება: ვან გაალი: 7/10, მოიესი: 5/10

6) კლუბში არსებული ატმოსფერო

ვან გაალის შესანიშნავი წარსული, ოთხივე ყოფილ გუნდთან ერთად მიღწეული შედეგი, სამი სხვადასხვა თასის მოპოვება და მსოლფიო ჩემპიონატზე ჰოლანდიის ნაკრების წარმატება ვან გაალს არადამაჯერებელი შედეგების ფონზეც კი ტოვებს გულშემატკივრების თვალში სანდო მწვრთნელად. გასაკვირი სულაც არ არის, რომ როგორც კი რომელიმე ფეხბურთელი ლაპარაკს იწყებს, მაშინვე ახსენებს ვან გაალის მეთოდების სიკარგეს - აბა სხვა რა უნდა თქვას? - მაგრამ არსებობს ლოგიკა იმაში, რომ ხალხს სჯერა ვან გაალის, როგორც ადამიანის, რომელიც "იუნაიტედს" მწვერვალზე დააბრუნებს. გულშემატკივართა უმრავლესობა ჰოლანდიელის სასარგებლოდ იხრება, თუმცა "საუთჰემპტონთან" მარცხისა და განაცხადში ფალკაოს არ შეყვანის შემდეგ დიდი საკამათო თემა გაჩნდა.

მოიესს პირველივე დღიდან მოუხდა დამტკიცება იმისა, რომ მას საფეხბურთო გონება, ქარიზმი და cojones (კვერცხები) აქვს. სიტყვები იმის შესახებ, რომ "ლივერპული "ოლდ ტრაფორდზე" ფავორიტია" და იმის შესახებ, რომ "მანჩესტერ სიტი შესანიშნავი წასაქეზებელი მაგალითია", შესანიშნავად აჩვენებს გულშემატკივრებში მისდამი უნდობლობის მიზეზს. თითქოს მოიესი ამ სამუშაომ ცოტათი დააშინა და მოგვიანებით აღიარა, რომ ის შეცდომებს უშვებდა. შესაძლოა ამ შეცდომებიდან ყველაზე დიდად მისი შეგუებულობა და სირბილე იქცა, რომელმაც დიდ მწვრთნელად ქცევაში ხელი შეუშალა.

შეფასება: ვან გაალი 8/10, მოიესი: 3/10

საერთო შეფასება: ლუი ვან გაალი: 38/60, დევიდ მოიესი: 26/60.

წყარო: redevils.ru
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
19 იანვარი 2015 17:54
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
ლუი რომ უკეთესია მარა ისიც უნდა ავღნიშნოთ რომ ეს მანჩესტერი შარშანდელისგან არ განსხვავდება. შედეგიც იგივეა და თამაშის ხარისხიც უფრო მეტს ველოდი ლუისგან. დიდ მწვრთვნელებსაც ჩაუსვრიათ გრანდში და არც ლუია გამონაკლისი თუ არ გამოსწორდა იმედია არ გადაყვებიან და დროულად იმოქმედებნ
0
№12
ავტორი: Best 7
20 იანვარი 2015 01:17
  • სიახლეები: 154
  • კომენტარები: 2717
Eg moiesi ar gamaxsenot!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top