„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელს სურს, რომ კლევერლიმ იმუშაოს მისი მონაცემების გაზრდაზე. შაბათს 23 წლის ნახევარმცველმა „სანდერლენდის“ კარებში შესანიშნავი გოლი გაიტანა რომელიც გამარჯვების მომტანი აღმომჩნდა. ტომისთვის ეს გოლი იყო მეორე ამ სეზონში.
ფერგიუსონს სურს რომ კლევერლი გახდეს ისეთი როგორიცაა ფრენკ ლამპარდი და გაიტანოს გოლები, მიუხედავად იმისა,რომ იგი ნახევარმცველია.
„ამ ყველაფერს კლევერლი ახალგაზრდობაშიც ავლენდა და შეეზლო გოლების გატანა.ეს იყო შესანიშნავი გოლი და ახლა მას 2 გოლი აქვს ამ სეზონში და მე ველოდები რომ იგი უფრო მეტ გოლს გაიტანს.მას თავისუფლად შეუძლია შეტევაში ჩართვა და წარმატებით დააგვირგვინოს.“ - განაცხადა ფერგიუსონმა SkySport-თან ინტერვიუში.