თბილისი:
მანჩესტერი:
10-01-2015, 13:04
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3447,
კომენტარები: 11
იანვრის ტრანსფერები
"იუნაიტედის" მიერ ზამთარში შეძენილი ფეხბურთელები.
იანვრის ტრანსფერები
ლეს სილი

ლეს სილი "ოლდ ტრაფორდზე" ორჯერ მოვიდა, 1990/91 და 1993/94 წლებში. თავის პირველ სეზონში ლესი "იუნაიტედის" ნომერ პირველი მეკარე იყო და 1991 წელს ლონდონში დაბადებულმა მეკარემ ევროპის თასების მფლობელთა თასების ფინალში, რომელშიც "იუნაიტედმა" გაიმარჯვა მნიშვნელოვანი ბურთები აიღო.

იანვრის ტრანსფერები


ლუ მაკარი

ლუ მაკარი სამოცდაათიან წლებში "მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ფეხბურთელი გახდა. ის "ოლდ ტრაფორდზე" "სელტიკიდან" 1973 წელს გადაბარგდა.

იანვრის ტრანსფერები


ჯო ჯორდანი

თავისი აგრესიით ცნობილი ჯო ჯორდანი "იუნაიტედს" 1978 წლის იანვარში შეუერთდა. შოტლანდიელმა ფეხბურთელმა "იუნაიტედის" რიგებში 37 გოლი გაიტანა და 1970 წელს "წითლებს" "უემბლიზე" მოხვედრაში დაეხმარა.

იანვრის ტრანსფერები


ენდი კოული

"გოლის მეფე კოული" "იუნაიტედის" ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი გახდა მას შემდეგ, რაც 1995 წლის იანვარში "წითლებს" შეუერთდა.

იანვრის ტრანსფერები


დიეგო ფორლანი

დიეგო ფორლანი "მანჩესტერ იუნაიტედში" 2002 წლის იანვარში გადავიდა და მიუხედავად იმისა, რომ კლუბში თავის დამკვიდრება საბოლოოდ ვერ მოახერხა, მის ანგარიშზე რამდენიმე სამახსოვრო გოლია, რომელთაგან ერთ-ერთი "ლივერპულის" კარში "ენფილდზე" გატანილი ბურთია.

იანვრის ტრანსფერები


ლუი საა

ფრანგი ფეხბურთელი სერ ალექს ფერგიუსონმა "მანჩესტერ იუნაიტედში" 2004 წლის იანვარში მოიყვანა და შეტევის გაძლიერებაში მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

იანვრის ტრანსფერები


ნემანია ვიდიჩი და პატრის ევრა

"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მცველები კლუბს 2006 წლის იანვარში შეუერთდნენ. რვანახევარი წელიწადის განმავლობაში ეს წყვილი "იუნაიტედს" მრავალი ტიტულის მოპოვებაში ეხმარებოდა.

იანვრის ტრანსფერები


ჰენრიკ ლარსონი

ჰენრიკ ლარსონი "მანჩესტერ იუნაიტედის" სიურპრიზი იყო, რომელიც 2007 წელს მოკლევადიანი შეთანხმებით შეუერთდა კლუბს. "ოლდ ტრაფორდზე" მის მიერ გატარებული დრო წარმატებული გამოდგა და შვედმა სამი გოლის გატანა მოახერხა.

იანვრის ტრანსფერები


კრის სმოლინგი

კრის სმოლინგი "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელი 2010 წელს ოფიციალურად გახდა, თუმცა მაშინვე "ფულჰემში" დააბრუნეს იჯარის წესით, სადებიუტო მატჩი კი აგვისტოში ჩაატარა.

იანვრის ტრანსფერები


ხუან მატა

ხუან მატა "მანჩესტერ იუნაიტედმა" 2014 წლის იანვარში შეიძინა და ის კლუბის სარეკორდო ტრანსფერად იქცა.

იანვრის ტრანსფერები


ვიქტორ ვალდესი

ვიქტორ ვალდესი "მანჩესტერ იუნაიტედის" მიერ სეზონის შუალედში შეძენილი უკანასკნელი ფეხბურთელი გახდა, როცა 2015 წლის 8 იანვარს ესპანელმა თავისი ხელმოწერა გააფორმა "წითელი ეშმაკების" მიერ შეთავაზებულ კონტრაქტზე.

იანვრის ტრანსფერები
სურათები
11 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
10 იანვარი 2015 21:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ჩამიმატეთ ერთი კაი ორი ფეხბურთელი და გაასწორებს ამ სიას საერთოდ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top