პრემიერ ლიგამ ოფიციალურად განაცხადა, რომ 2015/16 წლების სეზონი უჩვეულო დროს, 8 აგვისტოს განახლდება.
ჩვეულებრივ, პრემიერ ლიგის პირველი ტური აგვისტოს შუა რიცხვებში ტარდებოდა, მაგრამ ინგლისის საფეხბურთო ასოციაციამ თარიღი შეცვალა.
ეს გადაწყვეტილება ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, როი ჰოჯსონის ევრო-2016-სთვის დამატებით მოსამზადებელ დღეებს მისცემს, თუ რა თქმა უნდა ინგლისის ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპს გადალახავს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევა 1999/2000 წლების სეზონშიც დაფიქსირდა, როცა პრემიერ ლიგამ სტარტი 7 აგვისტოს აიღო.