თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 22:32
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2372,
კომენტარები: 23
საუბრები ვარჯიშის შესახებ: კრის სმოლინგი
კრის სმოლინგის ინტერვიუ.
საუბრები ვარჯიშის შესახებ: კრის სმოლინგი
ვინ იყო ბოლო პერიოდში საუკეთესო მოთამაშე ვარჯიშებზე?

მე ვიტყოდი, ჯეიმს უილსონი. ის ყოველთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, როცა მცველების უკან თამაშობს. ის ძალიან სწრაფია და მომენტებს წარმატებით იყენებს, რაც ნამდვილად არ იყო ჩემთვის სიურპრიზი, მაგრამ მაინც მაკვირვებს მის მიერ დარტყმულის სიძლიერე და მომენტის შესრულების სიზუსტე. ამ სეზონში ძალიან კარგად გამოიყურება ვარჯიშებზე და ვფიქრობ, მხოლოდ დროის საკითხია გუნდის თამაშზე მისი გავლენის ჩვენება.

ვინ გაიტანა ვარჯიშებზე საუკეთესო გოლი, რომელიც ოდესმე გინახავთ?

ალბათ, რაფას გოლი. როცა მოკლე თამაშს ვთამაშობდით, შესაძლოა რვა რვის წინააღმდეგ, ის ორივე ფრთაზე მოქმედებდა და 30-35 იარდის მანძილიდან კარის შორეული კუთხე დაბომბა. არ მახსოვს ვინ იდგა კარში, მაგრამ ის არც კი განძრეულა. ასეთი რამ მას მატჩშიც გაუკეთებია, მაგრამ ამჯერად ყველა უბრალოდ იდგა, მათ შორის მეკარეც, რაფაელი კი გოლის აღსანიშნად გაიქცა. ეს გასულ სეზონში მოხდა.

შეგიძლიათ ვარჯიშებზე თქვენ მიერ გატანილი საუკეთესო გოლის შესახებ გვესაუბროთ?

ვარჯიშებზე? სიმართლე გითხრათ, წელს რამდენიმე კარგი გოლი გავიტანე. მცველები თავდამსხმელების წინააღმდეგ ვთამაშობდით და ჩვენ ორი პატარა კარი უნდა დაგვეცვა, მოწინააღმდეგის დიდ კარში კი გოლი გაგვეტანა. გამჭოლი პასი მომცემს, შემდეგ მოვტრიალდი, ბურთმა ფელაინის ფეხებს შორის გაიარა, წინ მდგომი ვან პერსისთვის აცილებით დავარტყი და ბურთი კარში შეფრინდა. ასე რომ, კარგ ფორმაში ვარ!

ვარჯიშებზე ვინ არის ყველაზე კონკურენტუნარიანი ფეხბურთელი?

მინდა ვიფიქრო, რომ მე ვარ, მაგრამ ასევე ვიტყვი ვალენსიასა და ფლეთჩს. ალბათ უფრო მაინც ფლეთჩს ვიტყვი, რადგან ის თითოეულ თამაშს ისე იღებს, როგორც ნამდვილ მატჩს, მნიშვნელობა არ აქვს ვარჯიშის როგორი ტიპი იქნება. ამას ძალიან სერიოზულად ეკიდება და ძალიან კონკურენტუნარიანია.

5 მოთამაშიან გუნდში ვის შეიყვანდით?

კარგი, ერთადერთი მცველი მე ვიქნებოდი. ვფიქრობ, მარტოც გავართმევ თავს. შევიყვანდი დი მარიას - ანხელიც უნდა იყოს და ანტონიო ვალენსიაც. დიახ, სწორად მოგესმათ - ანხელი და ვალენსია, რადგან მათ ფართოდ თამაში შეუძლიათ. კიდევ ავიყვანდი (დიდ პაუზას აკეთებს) უაზასა და უილოს, მისი სისწრაფის გამო.

ვარჯიშების რომელი ნაწილი მოგწონთ ყველაზე მეტად?

სიამოვნებას ვიღებ იმ თამაშებისგან, რომელშიც 11-11 ვთამაშობთ. ვფიქრობ, პატარა თამაშები უფრო სასაცილოა, მაგრამ მაინც მირჩევნია 11-11 თამაში, რადგან ეს უფრო მატჩს ჰგავს, ვიდრე ვარჯიშს. ამას უფრო რეალური სახე აქვს და იმიტომ მომწონს, რომ კვირის ბოლოს მსგავს რამეს ხვდები.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
23 კომენტარი
№11
ავტორი: Mufc7
7 იანვარი 2015 23:01
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
რამხელა სიბოროტეაა!:დ ისე, იმ კითხვაზე პასუხი რამდენჯერმე გადავიკითხე:დ მეგონა,თვალი მატყუებდა:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№12
ავტორი: RojoDiablo
7 იანვარი 2015 23:03
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
უგემოვნოა კრისიც, თორემ ვალენსია არა რაიო ვალეკანო კიდე.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№13
ავტორი: Mufc7
7 იანვარი 2015 23:04
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
აი ახლა იმედია მართლა თვალი მატყუებს-_-
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№14
ავტორი: RojoDiablo
7 იანვარი 2015 23:06
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
არა, ახლა შენ გაბრაზებას ცდილობენ winked თან ამ სმაილს ამატებენ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№15
ავტორი: Mufc7
7 იანვარი 2015 23:08
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
გაბრაზებული ვარ მესამე ხარისხში:((
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№16
ავტორი: RojoDiablo
7 იანვარი 2015 23:12
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Mufc7,
ერთი და იგივეა. ერთი გაბრაზება მე-3 ხარისხშიც ისევ ერთია fellow
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№17
ავტორი: Mufc7
7 იანვარი 2015 23:14
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
არაა ერთი და იგივე:(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№18
ავტორი: RojoDiablo
7 იანვარი 2015 23:17
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
ჩემი მათემატიკის მასწავლებელს ვკითხოთ tongue
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№19
ავტორი: Mufc7
7 იანვარი 2015 23:18
  • სიახლეები: 31
  • კომენტარები: 3018
RojoDiablo,
არ შევაწუხოთ:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Money can't make history, history makes only legend, legend is only love. Love is MANCHESTER UNITED!
№20
ავტორი: ვახო ( G G M U)
8 იანვარი 2015 10:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4327
ფლეტჩერიი...??? areyoukiddingme
დავიჯერო ფლეტჩერის წინააღმდეგ უფრო რთულია თამაში ვიდრე რუნის ან თუნდაც ჯონსის???
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top