თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2012, 10:53
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2836,
კომენტარები: 11
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "სანდერლენდთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
მატჩის შემდგომი პრესკონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა სერ ალექს ფერგიუსონმა "სანდერლენდთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

თამაში
"წითელი ეშმაკები" გუშინდელ მატჩში ბოლო წუთამდე აკონტროლებდნენ ბურთს და რობინ ვან პერსის,ტომ ქლევერლისა და უეინ რუნის გოლების წყალობით მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში.მატჩის 72' წუთზე ფრეს კემბელმა მოახერხა და ერთი გოლი გაქვითა მეტოქის კარში.შოტლანდიელმა სპეციალისტმა აღიარა,რომ ამ ეპიზოდში გუნდი ჩავარდა,მაგრამ ის ფაქტიც აღნიშნა,რომ საბოოლოოდ მისმა შეგირდებმა კარგი ფეხბურთი აჩვენეს.

"ჩვენს ბევრ ფეხბურთელს არ ჰქონდა გუშინ კარგი დღე.მე ჯერ ვერ წარმომიდგენია,რატომ მივეცით სანდერლენდს ამდენი შანსი.გოლის გატანის შემდეგ მათ კიდევ ჰქონდათ რამოდენიმე საგოლე მომენტი და შეიძლებოდა მატჩი სულ სხვანაირად წარმართულიყო."

"სანდერლენდის ფეხბურთელებმა ნამდვილად დაიმსახურეს ეს გოლი,რადგან ისინი ბოლომდე იბრძოდნენ და ყოველი ბურთის მოპოვებას ცდილობდნენ.მესმის მათ ძალიან ბევრი ტრავმირებულნი ჰყავდათ,მაგრამ ეს არავის პრობლემა.მე მათში ერთსულოვნებას ვხედავ."

შეტევა
"გუშინდელ მატჩში ჩვენმა შეტევის ხაზმა მართლაც კარგი შთაბეჭდილება დატოვა იმის მიუხედავად,რომ უფრო მეტი გოლის გატანა შეგვეძლო.ტოპ ქლვერლის დავალება იყო შეტევის ხაზთან პარტნიორობა და მათვის საგოლე მომენტების შექმნა და მან ამ დავალებას თავი ბრწყინვალედ გაართვა.რობინ ვან პერსი ძალიან ბევრს მოძრაობდა და ამით სივრცეს უთავისუფლებდა თანაგუნდელებს.ხოლო რაც შეეხება უეინ რუნიმ გუშინ შესანიშნავი თამაში გვაჩვენა იმის მიუხედავად,რომ 2-3 გოლის გატანა შეეძლო,მაგრამ ასევე უნდა ავღნიშნოთ ის ფაქტი,რომ მან ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა."

ნახევარდაცვა
ტომ ქლვერლიმ კარგი შთაბეჭდილება დატოვა "ოცნების თეატრში" შაბატს "სანდერლენდის" წინააღმდეგ მატჩში,სადაც მან გოლის გატანაც კი მოახერხა.მან და მაიკლ კერიკმა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შეუქმნეს თავიანთ თანაგუნდელებს.ეს წყვილი "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგაც ვიხილეთ,სადაც ასევე კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა,რომ ნახევარდაცვის შერჩევა უკვე მისთვის თავის ტკივილია.

"ტომ ქლვერლმა ძალიან კარგად ითამაშა "მანჩესტერ სიტის" წინააღმდეგ და სულაც არ იყო გასაკვირი,რომ ის ჩვენ გუშინდელ მატცში ვნახეთ.ჩვენ ძალიან დიდი არჩევანი გვაქვს ნახევარდაცვაში:ანდერსონი,რომელიც დაშავდა ასევე პოლ სქოულზი,რაიან გიგზი.ამბობენ,რომ ჩვენ ნახევარდაცვაში სუსტად გამოვიყურებით,მაგრამ მე ესე არ ვფიქრობ.ზოგჯერ რთულია ნახევარდაცვაში იპოვო წყვილი,რომლებიც თავს გაართმევენ თავიანთ დავალებას,მაგრამ დღეს ეს ადვილი აღმოჩნდა."

წყარო : Redevils.Ru



პრესკონფერენცია
11 კომენტარი
№11
ავტორი: Ví Ví
20 დეკემბერი 2012 20:01
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ფერგიიი <3
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top