თბილისი:
მანჩესტერი:
7-01-2015, 15:23
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3206,
კომენტარები: 18
"იუნაიტედმა" შეთავაზება გააკეთა
მატს ჰუმელსის შესაძენად "იუნაიტედმა" ნაბიჯი გადადგა.
მატს ჰუმელსი ლუი ვან გაალის დიდი ხნის სამიზნეა, რომელსაც "იუნაიტედში" დაცვის პრობლემის აღმოფხვრა სურს.

მიუხედავად იმისა, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ჰუმელსის გაყიდვა არ აპრებს, "იუნაიტედს" გერმანელების წინააღმდეგობა ვერ აჩერებს.

პირიქით, იტალიური პრესა იუწყება, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ბორუსიას" უკვე მიმართა საწყისი წინადადებით.

ჰუმელსს 30 მლნ.-დან 50 მლნ. ფუნტამდე აფასებდნენ და მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, რა რაოდენობის შეთავაზება გააკეთა "იუნაიტედმა", სავარაუდოდ თანხა ზემოაღნიშნულ რიცხვთან მიახლოეული იქნება.

ჰუმელსით "არსენალი" და "ბარსელონაც" ინტერესდებოდა, მაგრამ ჯერ-ჯერობით არც ერთ მათგანს კონკრეტული შეთავაზება არ გაუკეთებია.

გამომდინარე იქიდან, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონატში სირთულეებს განიცდის და წინა წლისგან განსხვავებით ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის, გამორიცხული არ არის, რომ ჰუმელსმა გუნდი დატოვოს.

წყარო: express.co.uk
ჭორები, ტრანსფერები
18 კომენტარი
№11
ავტორი: Malboro463
7 იანვარი 2015 18:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5892
გადმოსულია უკვე
0
№12
ავტორი: VaRdo
7 იანვარი 2015 18:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მოდი მოდი love იქნებ ეღირსოს ჩვენ დაცვას რამე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№13
ავტორი: Jorbe-Jorbe
7 იანვარი 2015 19:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1279
Rosso Diavolo,
და ბუნდესლიგა 2-ში ითამაშეეებს ?
0
№14
ავტორი: Rosso Diavolo
7 იანვარი 2015 21:17
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
Jorbe-Jorbe,

იუვემაც გამოიარა ეგეთი პერიოდი ნუ ერთ სეზონს მოითმენს იქაც ;დდ
0
№15
ავტორი: DiMaria
7 იანვარი 2015 22:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
სათაური ისეთია, მეთქი პაჩტი ჩვენია, მაგრამ იტალიურმა დაწერაო და...
0
№16
ავტორი: LizarD
7 იანვარი 2015 23:35
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 1217
გამომდინარე იქიდან, რომ დორტმუნდის "ბორუსია" ჩემპიონატში სირთულეებს განიცდის და წინა წლისგან განსხვავებით ჩემპიონობისთვის ვერ იბრძვის, გამორიცხული არ არის, რომ ჰუმელსმა გუნდი დატოვოს.
- ეს ჰუმელსის მიმართებაში სისულელეა, ბევრჯერ აქვს ნათქვამი რომ დორტმუნდი უყვარს და ქვედა ლიგაშიც ჩაყვებოდა თუ საჭირო გახდებოდა. ასე რომ ნაკლებად სანდოა ეს ინფორმაცია მაგრამ ძალიან გამიხარდება თუ ჰუმელსი იუნაიტედში გადავა. = ))))
0
№17
ავტორი: Lalana
8 იანვარი 2015 02:52
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
ძალიან მინდა ეს ადამიანი უნაიტედის მაისურით ვიხილო,მაგრამ ამ ზამთარს ეს არ გამოვა,რადგან ბორუსიას ჩემპიონთა ლიგისთვის ბრძოლაში არ მიატოვებს და ეს გამორიცხულია,აი ზაფხულში კი შეიძება.
0
№18
ავტორი: RedGirl
8 იანვარი 2015 14:00
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
რას მოვესწარიიი !!

მთავარია ვნახე ეს სტატია და რაღა მნიშვნელობა აქვს ჭორია თუ არა. ვაიმე ეს რომ წითლებში ვნახო გული გამიჩერდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top