ლუი ვან გაალის გუნდის ტრავმირებულთა სიას ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა, რამეთუ ლუკ შოუს ტრავმა, რომელიც მან "იოვილთან" მატჩში მიიღო, სერიოზული არ აღმოჩნდა და ის "საუთჰემპტონთან" მატჩში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.
შოუ "იუნაიტედის" 55-ე ტრავმირებული ფეხბურთელი აღმოჩნდა და მასთან ერთად ზემოაღნიშნულ შეხვედრაში დაზიანება მიიღო რაფაელ და სილვამ, რომელსაც ყვრიმალის ძვლის ბზარი დაუდგინდა.
ლუკმა ტრავმის გამო უკვე გამოტოვა ერთ თვეზე მეტი, როცა "არსენალთან" მატჩში ტერფი დაიზიანა, ხოლო დაბრუნებისას, 28 დეკემბერს "ტოტენჰემის" წინააღმდეგ მატჩში მეორე ტაიმში შეცვალეს, რადგან მატჩის სრულად ჩატარებისთვის მზად არ იყო.
მაგრამ მიუხედავად წინასწარ გავრცელებული ინფორმაციისა, რომელიც იუწყებოდა, რომ შოუმ იგივე ტრავმა მიიღო, ის კვირას გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას შეძლებს.