6-01-2015, 08:20
ნანახია: 3016,
კომენტარები: 11
"იუნაიტედი" "წმინდანით" ინტერესდება
"მანჩესტერ იუნაიტედს" "საუთჰემპტონის" ფეხბურთელი სურს.
"მანჩესტერ იუნაიტედი" მზადაა "არსენალსა" და "ტოტენჰემს" მორგან შნაიდერლინისთვის კონკურენცია გაუწიოს.
არსენ ვენგერი და მაურისიო პოჩეტინო მზად არიან საფრანგეთის ნაკრების 25 წლის ფეხბურთელში 27 მლნ. ფუნტი გადაიხადონ.
ვენგერმა თავისი ყურადღება ფეხბურთელს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მიაპყრო, ხოლო პოჩეტინო მასთან ერთად გასულ წელს "საუთჰემპტონში" მუშაობდა.
ახლა კი "იუნაიტედი" მზადაა ლონდონურ გუნდებს კონკურენცია გაუწიოს.
ლუი ვან გაალი მორგანის სახით მაიკლ კერიკის შემცვლელს ხედავს, თუმცა პრესის ცნობით "სენტ მერიზე" მისი დატოვება სურთ.
წყარო:
M.E.N.
ახალი ამბები, ტრანსფერები
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.