პენალტების სერიაში ჯოელ კასტრო პერეირას გმირობამ "მანჩესტერ იუნაიტედს" გერმანიაში "მერსედეს ბენცის" ახალგაზრდული თასი მოაპოვებინა.
სინდელფინგენში "შტუტგარტის" წინააღმდეგ საფინალო შეხვედრაში ძირითადი დროის ფრედ დასრულების შემდეგ "იუნაიტედის" კიპერმა გერმანულ გუნდს სამი პენალტი აუღო და თავის გუნდს მეექვსე შეჯიბრებაზე გაამარჯვებინა.
19 წლამდელთა ტურნირი უქმეებზე ჩატარდა და მასში 8 გუნდი იღებდა მონაწილეობას, რომელთაგან ოთხი მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენელი იყო - "იუნაიტედს" და ფინალში მის მოწინააღმდეგეს კონკურენციას "სელტიკი", "შალკე", ციურიხის "გრასჰოპერსი", "ფენერბაჰჩე", "ჰოფენჰაიმი" და "ბორუსია მიუნხენგლადბახი" უწევდნენ.