თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2015, 02:43
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2312,
კომენტარები: 14
ერერა და ფლეთჩერი მატჩის შემდგომ
ანდერ ერერასა და დარენ ფლეთჩერის კომენტარები.
ერერა და ფლეთჩერი მატჩის შემდგომ
ანდერ, რთული მატჩი იყო, მოედანზე მაგია გახდა საჭირო! გაგიმართლათ, რომ გაიტანეთ.

დიახ, რა თქმა უნდა. ჯერ კიდევ აქ ჩამოსვლამდე ვიცოდით, რომ რთული მატჩი იქნებოდა, რადგან "იოვილი" არის გუნდი, რომელიც ბოლომდე იბრძვის. ვფიქრობ, მათ კარგი მატჩი ჩაატარეს და გამარჯვების მოსაპოველად დიდი ჯაფის გაწევა მოგვიხდა. გვიხარია, მაგრამ ვთვლი, რომ გოლის გატანამდე უკეთ უნდა გვეთამაშა.

დარენ, ანდერის გოლამდე ტიპიური სათასო მატჩი იყო, ასე არ არის?

დიახ, რასაც ველოდით. ვიცოდით, რომ ადვილი არ იქნებოდა, მრავალი ვარდნა და შეტაკება მოგვიწევდა. საბრძოლო თამაში გამოდგა. მაგრამ საკუთარ ხაზს ბოლომდე უნდა მიჰყვე და დღეს სწორედ ეს გავაკეთეთ. ჩვენ აქტიურად ვთამაშობდით და ანდერმა უბრალოდ დაუჯერებელი გოლი გაიტანა. ხანდახან გამარჯვებისთვის სწორედ ეს გჭირდება.

თქვენ მატჩის მიმდინარეობის შეცვლა მოახერხეთ. წინ ყველაზე მთავარი - კენჭისყრაა. ლუიმ ხომ არ გითხრათ - თქვენი საქმე გააკეთეთ და ბოლო 15-20 წუთის განმავლობაში კლასის ხარჯზე გაძელით?

რაც მეტად აკონტროლებთ ბურთს, მით მალე იღლებით. ბოლო წუთებში კი გამარჯვების მოპოვება გჭირდება. ვიცოდით, რომ რთული იქნებოდა. ახლა კენჭისყრას ველოდებით. "იუნაიტედის" მიერ თასის მოგების შემდეგ დიდი დრო გავიდა, ამიტომ ამ ტიტულის მოგებას ვესწრაფვით. იმედი მაქვს, როცა სატურნირო ბადეს მივყვებით და უკან მოვიხედავთ, დავინახავთ, რომ შედეგს მივაღწიეთ.

შეიმჩნეოდა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ეს გოლი, ანდერ. აღნიშვნისთვის ბარათიც კი მოგცეს. გაგიკვირდათ?

დიახ, ვიცოდი, რომ თამაში რთული იქნებოდა, მოწინააღმდეგე კი გაუტეხელი და გოლი გვჭირდებოდა. ამის შემდეგ კი, როგორც მომეჩვენა, ვცდილობდით ბურთი უკეთ გვეკონტროლებინა, მოთმინება შეგვენარჩუნებინა და მეორე გოლი გაგვეტანა. უეინ რუნის დიდებული საგოლე პასი ანხელ დი მარიას!

დიდი მადლობა და გილოცავთ კარგი მატჩის ჩატარებას!

გმადლობთ!



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
14 კომენტარი
№11
ავტორი: GeorgeBest
5 იანვარი 2015 18:16
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ისე აღნიშნა გოლი ლიგის ფინალი მეგონა wink მაგარი კაცია ძაან love
0
№12
ავტორი: Wardell
5 იანვარი 2015 21:41
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
გიორგი,
ქეცბაია გააკეთა :D :D :D ბანერებს რო ფეხი ურ*** :D
0
№13
ავტორი: DiMaria
6 იანვარი 2015 09:21
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
გოლზე რა დღეში შევიდა :D
0
№14
ავტორი: PaLoMo
6 იანვარი 2015 15:26
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
chudikone,
Wardell,
Dadet ra axali siaxleebi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top