ლუი ვან გაალმა "იოვილთან" მატჩში პირველი ტაიმის შემდეგ შოუსა და რაფაელის შეცვლის მიზეზი ახსნა.
ბრაზილიელი და ინგლისელი მცველები შესვენებაზე გასვლის შემდეგ მოედანს ვეღარ დაუბრუნდენ და მათ ნაცვლად ხუან მატა და ჯონი ევანსი გამოჩნდნენ.
"რაფას მოტეხილობა აქვს, ასე რომ, კარგი არაფერია. შოუ ტერფის პრობლემამ შეაწუხა. უნდა შემეცვალა და მე მეტი მცველი არ მყავდა, ასე რომ განლაგებაც უნდა შემეცვალა."
"რაფაელმა ახლახანს მოიშუშა ტრავმა, პირდაპირ თამაში დიდი გამბედაობა იყო. მას ფანტასტიური მენტალიტეტი აქვს, ეს დაუჯერებელია. მაგრამ ის და შოუ უნდა შემეცვალა, რადგან 100 %-ით მზად არ არიან."
"შეგვიძლია ბედნიერები ვიყოთ, რადგან ფეხბურთელები გვიბრუნდებიან. ანხელ დი მარია ბრუნდება, დეილი ბლინდი ბრუნდება, მარკოს როხო ბურნდება - ასე რომ, ჩვენ უფრო მეტი ფეხბურთელი გვყავს, რომლებიც მარცხენა ფეხით თამაშობენ, რაც ასევე მნიშვნელოვანია. ყოველ კვირაში ახალი პრობლემის გადაწყვეტა მიხდება, ამ მატჩშიც ასე მომიხდა. - განაცხადა ვან გაალმა.