თბილისი:
მანჩესტერი:
5-01-2015, 00:00
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2766,
კომენტარები: 11
ვან გაალი მატჩის შემდგომ
ვან გაალის მატჩის შემდგომი კომენტარი.
ვან გაალი მატჩის შემდგომ
დღეს მოთმინების გამოვლინება მოგიხდათ არა ლუი? იცდიდით, სანამ მოწინააღმდეგის დაცვის გარღვევას მოახერხებდით, სანამ რამე განსაკუთრებულს შექმნიდით, რათა მატჩის ვითარება შეგეცვალათ.

დიახ. ასეთი გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ტრავმირებულების პრობლემა მოგვემატა - რაფამ ძალიან მალე მიიღო დაზიანება. ჩვენ ბრძოლას ვაგრძელებდით. მაკნეირს დაზიანება აქვს, შოუს ტერფთან დაკავშირებული პრობლემა აქვს, ამიტომ ცვლილებების განხორციელება მომიხდა. სხვა მცველები არ მყავს. მეორე ტაიმში მოედანზე გამოვიდა არა 5, არამედ 4 მცველი, ნახევარდაცვაში კი 4 მოთამაშე აღმოჩნდა. მეორე ტაიმში უკეთ ვითამაშეთ, ბურთს ვაკონტროლებდით, მოთმინებას ვინარჩუნებდით. სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ გოლის გატანა.

ანუ, საბოლოო ჯამში კმაყოფილი ხართ? თქვენი ფეხბურთელების თამაში როგორ მოგეწონათ?

არ ვარ კმაყოფილი, რადგან არ მიმაჩნია, რომ მოწინააღმდეგე თავისუფლად მოქმედების საშუალებას გვაძლევდა. ისინი თითოეული ბურთისთვის იბრძოდნენ, კარგი მატჩი ჩაატარეს. აღფრთოვანებული ვარ "იოვილის" მწვრთნელითა და ფეხბურთელებით, ვაფასებ მათ. დიდი თავისტკივილი გაგვიჩინეს. შეხვედრის მეორე ნახევარში უფრო მეტი დრო და თავისუფალი სივრცე გვქონდა, ამიტომ უკეთ ვითამაშეთ. ჩემმა ფეხბურთელებმა კი ინდივიდუალურად ჩვეულებრივზე ცუდად ითამაშეს.

შედეგი არის, ახლა მომდევნო რაუნდის კენჭისყრას დაელოდებით ორშაბათს, რაც, რა თქმა უნდა, ყველაფერზე მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამის შესახებ ფეხბურთელებს ეტყვით.

დიახ, დიახ. დაზიანებების გამო ფეხბურთელთა მცირე არჩევანი მაქვს, ზურგს უკან ჩემპიონატის საშობაო მონაკვეთი გვაქვს. ჩვენ თასის მომდევნო რაუნდში გავედით, პრემიერ ლიგაში "ჩელსისთან" სხვაობას ვამცირებთ, მეტი რაღა გვინდა?

დიდი მადლობა ლუი, გმადლობთ!

კარგი.



წყარო: carrick.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
5 იანვარი 2015 17:40
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
დიდი მადლობა ლუი, გმადლობთ!

კარგი.


სინამდვილეში ასე უხეშად არ ჟღერდა მარა მაინც მაგრად მევასება ამის ინტერვიუები :დ მაგრად არ ევასება ჟურნალისტები :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top