თბილისი:
მანჩესტერი:
1-01-2015, 00:00
ავტორი: chudikone,
ნანახია: 2323,
კომენტარები: 12
გილოცავთ ახალ წელს!
RedArmy.Ge გილოცავთ ახალ წელს!
გილოცავთ ახალ წელს!
ჩაიარა 2014-მა წელმა. ამ წლის განმავლობაში ჩვენ თქვენთან ვიყავით. ვცდილობდით, ფეხი აგვეწყო თქვენთვის, ვცდილობდით, გვეთქვა ის, რაც ხდებოდა, ვცდილობდით, ვყოფილიყავით ყოველთვის თქვენი ინტერესების დამცველნი და გამტარებელნი, ვცდილობდით, რომ თითოეული დღე უკეთესი ყოფილიყო წინაზე, ვიკრიბებოდით ერთად, აღვნიშნავდით გამარჯვებას და ვიზიარებდით მარცხს...

რა და როგორ გამოგვივიდა, თქვენ უკეთ ხედავთ, ჩვენ მხოლოდ ერთის თქმა შეგვიძლია: ის, რასაც ყოველი ნაბიჯის გადადგმისას ვგრძნობთ, უდიდესი პასუხისმგებლობის გრძნობაა, რასაც თქვენი ჩვენდამი აქტიური ნდობა განაპირობებს, დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს ამისათვის.

გპირდებით, რომ 2015 წელსაც ზუსტად ისევე და კიდევ უფრო მეტად ვეცდებით, როგორც 2014 წელს ვცდილობდით. სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ პროექტს გეგმავს RedArmy და მათ განხორციელებაში ისევ და ისევ თქვენ უნდა შეიტანოთ წვლილი, ჩვენ უკვე ორ წელზე მეტია ერთი ოჯახი ვართ. ერთი დიდი არმია!

დაე, პირველ რიგში ჩვენი ქვეყნის ერთიანობის, ურთიერთსიყვარულის, ხვავისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს 2015 წელი, ისევე როგორც თქვენთვის. საიტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ ყოველივე საუკეთესოს თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად!
სტატიები
12 კომენტარი
№11
ავტორი: Rosso Diavolo
1 იანვარი 2015 17:36
  • სიახლეები: 1002
  • კომენტარები: 2543
გილოცავთ წარმატებული წელი ყოფილიყოს 2015 ყველა რედარმიელისთვის <3
0
№12
ავტორი: RedGirl
1 იანვარი 2015 23:55
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
:გულისაჩუყებისსმაილი:
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top