თბილისი:
მანჩესტერი:
29-12-2014, 16:52
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2810,
კომენტარები: 11
მატას ბლოგი
ხუან მატას ყოველკვირეული ბლოგი.
მატას ბლოგი
სალამი ყველას!

ეს წლის უკანსკნელი ბლოგი იქნება, ამიტომ სანამ დამავიწყდა, მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის, კომენტარებისა და იქ ყოფნისთვის და რა თქმა უნდა ბედნიერ 2015 წელს გისურვებთ!

დიდი ხანი გავიდა მას შემდეგ, რაც ამ ბლოგის მეშვეობით თქვენთან საუბარი დავიწყე. ვერ ვიჯერებ, დრო მირბის! იმედი მაქვს ყოველ ორშაბათს ამის კითხვით ისეთივე სიამოვნებას იღებთ, როგორ მე მისი წერისას. ასევე იმედი მაქვს 2014 წლის დარჩენილ დღეებში ბევრი რამის გაკეთებას მოასწრებთ!

წელი 48 საათში ორი მატჩის ჩატარებით დავხურეთ და ვფიქრობ, გუნდმა ორი რთული მეტოქის წინააღმდეგ კარგად ითამაშა. პირადად მე ძალიან კარგად ვგრძნობდი თავს მოედანზე და ეს სეზონის მომდევნო ეტაპისთვის უფრო მეტად მუშაობის სურვილს მიორმაგებს, ასე რომ, ჩვენ უფრო უკეთესები ვიქნებით.

როცა ჩემი 12 თვის სტატისტიკას ვუყურებ, ვხედავ, რომ 2014 წელს 32 ოფიციალური შეხვედრა ჩავატარე და 12 გოლი გავიტანე. ეს კარგია, მაგრამ რა თქმა უნდა ჩემი მიზანი 2015 წელს უკეთესი შედეგის ჩვენებაა და ამისთვის ყოველდღიურად ვმუშაობ. როგორც იცით, პროფესიონალური კუთხით 2014 წელს ბევრი რამ მოხდა, მაგრამ ჩემი მიზანი ყოველთვის უკეთეს ფეხბურთელად გახდომა იყო და ამავე გზას შევინარჩუნებ 2015 წელს.

როგორც ადრე გითხარით, ჩემი ოჯახი აქ იმყოფებოდა და ეს ძალიან მომწონს. ეს ჩემთვის სასიამოვნო და ენერგიის მომზღვავების ტოლფასია. ისინი უკვე ემზადებიან წინასაახალწლო საღამოსთვის. შევეცდები ესპანური ტრადიცია შევინარჩუნო და 12 ყურძენი შევჭამო, მიუხედავად იმისა, რომ "სტოკთან" გასამართი შეხვედრის წინ გუნდთან ერთად სასტუმროში ვიქნები (ადვილი არ იქნება), რაც წინა წელსაც გამიკეთებია... იმედი მაქვს, ახალ წელს კარგი თამაშითა და კარგი შედეგით დავიწყებთ.

როგორც ადრე გითხარით, თქვენი რეკომენდაციის მიხედვით 60 და 70-ანი წლების პლეილისტი შევადგინე. ამისთვის დიდი მადლობა. იმედი მაქვს მოგეწონებათ.

მატას ბლოგი


ისიამოვნეთ ახალი წლით და თქვენ სურვილებს ახდენის საშუალება მიეცით! და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ!

გილოცავთ ახალ 2015 წელს! გეხვევით!

ხუანი

P.S. მინდა ჩემი მხარდაჭერა და დიდი ჩახუტება გავუგზავნო თითოეულ იმ ადამიანს, ვინც ამ დღეებს საავადმყოფოში ატარებს... და მე ვლოცულობ მათთვის, ვინც მათ უვლის, ასე რომ, მათ საუკეთესო შობა ექნებათ.

წყარო: http://juanmata8.com/
მატას ბლოგი
11 კომენტარი
№11
ავტორი: RedTeen
30 დეკემბერი 2014 01:27
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1077
რა გული გაქვს ბიჭო love
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top