თბილისი:
მანჩესტერი:
28-12-2014, 19:53
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2146,
კომენტარები: 11
ჯონსი: "ჩვენი დღე არ იყო"
ფილ ჯონსი მატჩის შემდგომ.
ჯონსი:
ფილ ჯონსი მოხარულია იმით, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" კარი მშრალად შეინახა "ტოტენჰემთან" მატჩში, მაგრამ ფიქრობს, რომ მის თანაგუნდელებს მატჩის მოგება შეეძლოთ.

"პირველ ტაიმში უამრავი შანსი შევქმენით და შესვენებაზე 3 ან 4 ბურთიანი სხვაობით უნდა გავსულიყავით, მაგრამ ასე არ მოხდა."

"მეორე ტაიმში ისინი გამოვიდნენ და მატჩის ბოლომდე ზეწოლას ახდენდნენ ჩვენზე. ვიცოდით, რომ შეიძლებოდა ასეთი რამ მომხდარიყო, მაგრამ გავძელით და კარი მშრალად შევინახეთ."

"ყოველთვის კარგია მატჩის დასრულება გოლის გაშვების გარეშე, მაგრამ იმედს გვიცურებს ის, რომ სამივე ქულა ვერ წამოვიღეთ."

"ვფიქრობ, ფალკაო და რობინი დღეს საოცრები იყვნენ. ისინი კარგად იჭერდნენ ბურთს, კარგად უგებდნენ ერთმანეთს, მაგრამ უბრალოდ ჩვენი დღე არ იყო."

"ვფიქრობ, სამ დღეში ორი თამაშის ჩატარებით ფორმა სუსტდება, მაგრამ პრემიერ ლიგის ყველა გუნდს ემართება იგივე. შენ ეს უნდა გააკეთო, ჩვენ ეს გავაკეთეთ და ახლა "სტოკთან" თამაშს მოუთმენლად ველოდებით."

"რთული მატჩი იქნება, ვიცით რას წარმოადგენენ და როგორ თამაშობენ. პრემიერ ლიგის თითოეული მატჩი ფიზიკური მდგომარეობის გამოცდაა და ეს უფრო დიდი გამოცდა იქნება."

"მაგრამ იმედი მაქვს სათანადოდ მოვემზადებით და ფორმას აღვიდგენთ და სავარაუდოდ სამ ქულასაც ავიღებთ."
- განაცხადა ჯონსმა.

წყარო: manutd.com
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
29 დეკემბერი 2014 17:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
რას იზამ ძმაო, მზე ხან ანათებს, ხან არა
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top