თბილისი:
მანჩესტერი:
27-12-2014, 06:45
ავტორი: Goginashvili777,
ნანახია: 3080,
კომენტარები: 11
ჭორები ბრიტანულ პრესაში
"ეშმაკები" 47 მილიონს ჩამოდიან... ეს და სხვა ჭორები სრულიადში
ჭორები ბრიტანულ პრესაში
ფრენკ ლამპარდი "მანჩესტერ სიტის" რიგებში თებერვლის შუა რიცხვებამდე დარჩება. (Daily Mirror)

"არსენალს" სურს ვირჯილ ვან დიუკის შეძენა, თუმცა "სელტიკი" აცხადებს, რომ მათი მოთამაშე უფრო ძვირი ღირს, ვიდრე 10 მილიონი. (The Sun)

"ლივერპული" და "არსენალი" ჯეიმს მილნერისთვის იბრძვიან, რომელსაც კონტრაქტის ვადა სეზონის ბოლოს ეწურება. (Daily Express)

"ასტონ ვილა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე არ გაყიდის ფაბიან დელფს, კრისტიან ბენტეკესა და რონ ვლარს. (Daily Star)

"მანჩესტერ იუნაიტედის" თავკაცმა ლუი ვან გაალმა განაცხადა, რომ ადნან იანუზაი ზამთრის სატრანსფერო პერიოდში კლუბს არ დატოვებს. (Goal)

"ჩელსი" ხელს არ შეუშლის ფერნანდო ტორესს "ატლეტიკოში" გადასაბარგებლად. (Mundo Deportivo)

"სამპდორია" სერიოზულად დაინტერესდა "ლივერპულის" თავდამსხმელით, მარიო ბალოტელით. იტალიელები მზად არიან ამ ტრანსფერში, მეკარე სერხიო რომერო ჩართონ. (The Guardian)

გარდა იმისა, რომ სერხიო რომეროთი "ლივერპული" ინტერესდება, მისით ასევე "მანჩესტერ სიტიცაა" დაინტერესებული. (Il Corriere Mercantile)


"მანჩესტერ იუნაიტედი" ზამთარში მათს ჰუმელსის შეძენას გეგმავს. "წითლები" 47 მილიონ ფუნტს ჩამოდიან. (Daily Express)

"ინტერი", "არსენალის" თავდამსხმელით ინტერესდება. იტალიელებს ლუკას პოდოლსკის გამოსყიდვა სურთ. (The Telegraph)

"არსენალი" მზად არის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში სერხიო რამოსი გადმოიბიროს. (Metro)

"არსენალის" ნახევარმცველმა ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენმა განაცხადა, რომ ახალგაზრდა თაობა ბედნიერი იქნება ტიერი ანრის კლუბში დაბრუნებით. (Daily Mail)

"ჩელსის" მეპატრონეებმა გადაწყვიტეს, რომ "სტემფორდ ბრიჯზე" ატმოსფერო გააუმჯობესონ და ამისათვის მათ სტადიონზე ცალკე სექტორი გამოყვეს "მომღერალი გულშემატკივრისთვის". (The Telegraph)

წყარო: Fapl.ru
ჭორები
11 კომენტარი
№11
ავტორი: PaLoMo
28 დეკემბერი 2014 21:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 4131
Jorbe-Jorbe,
Modi modi modi modi
Modi modi modi
Humelso unitedamde modi
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top