თბილისი:
მანჩესტერი:
24-12-2014, 09:15
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 2740,
კომენტარები: 13
ფერგიუსონი: "მოწინააღმდეგეს ვაშინებდი"
სერ ალექს ფერგიუსონი წარსულს იხსენებს.
ფერგიუსონი:
სერ ალექს ფერგიუსონმა განაცხადა, რომ ის მოწინააღმდეგეზე ზეწოლას ახდენდა დამოუკიდებლად იმისა, თუ რამდენი წუთი იყო დარჩენილი მატჩის დასრულებამდე.

ფერგიუსონის "მანჩესტერ იუნაიტედი" ცნობილი იყო შეხვედრის უკანასკნელ წუთებზე მოპოვებული გამარჯვებებით, რაც მალე Fergie Time-ად მონათლეს.

BT sport-თან ინტერვიუში ფერგიუსონმა განაცხადა: "რა თქმა უნდა მოწინააღმდეგე შეშინებული იყო. სწორედ ამიტომ გამოვდიოდი მოედნის კიდეზე საათთან ერთად."

"მაგრამ მე თვითონ არასდროს ვუყურებდი საათს. მართლა. არ ვიცოდი რამდენი წუთი იყო დარჩენილი მატჩის დასრულებამდე, მაგრამ ეს მსაჯზე და მოწინააღმდეგეზე გავლენას ახდენდა. პატარა ეშმაკობა."


"იუნაიტედის" ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი გამარჯვება 2009 წელს ხმაურიანი მეზობლების წინააღმდეგ იქნა მოპოვებული, როცა მაიკლ ოუენის გოლით "იუნაიტედმა" დამატებით დროში 4-3 იმარჯვა.

"მანჩესტერ სიტის" იმჟამინდელი მწვრთნელი, მარკ ჰიუზი გაბრაზებული იყო იმით, რომ მთავარმა მსაჯმა 6 წუთი დაამატა მაშინ, როცა სარეზერვო მსაჯმა 4 წუთის დამატება უჩვენა.

ფერგიუსონი: "მოწინააღმდეგეს ვაშინებდი"


"ოლდ ტრაფორდზე" თავი გამოიჩინა ფედერიკო მაკედამაც, რომელმაც იმავე 2009 წელს "ასტონ ვილას" კარში შეხვედრის 93-ე წუთზე გაიტანა გოლი.

ფერგიუსონი: "მოწინააღმდეგეს ვაშინებდი"


თუმცა, უკანასკნელ წუთებზე გატანილი ყველაზე ცნობილი გოლი ოლე გუნარ სოლსკიაერის გოლია, რომელიც მან მიუნხენის "ბაიერნის" კარში ჩემპიონთა ლიგის ფინალში გაიტანა.

ფერგიუსონი: "მოწინააღმდეგეს ვაშინებდი"




წყარო: dailymail
ინტერვიუები
13 კომენტარი
№11
ავტორი: DiMaria
25 დეკემბერი 2014 11:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
ყველაზე დიდი ფსიქოლოგი მწვრთნელი
0
№12
ავტორი: GeorgeBest
25 დეკემბერი 2014 15:39
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
მოგვენატრა ეგ დრო love
0
№13
ავტორი: Macklemore
26 დეკემბერი 2014 05:29
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
ეჰ რას არ მივცემდი სათადარიგოთა სკამთან ფერგი რო იდგეს და იქედან მსაჯს მიუთითებდეს დროის ამოწურვაზე. ეჰჰ რა მაგარი იყო!

ეჰ რას არ მივცემდი სათადარიგოთა სკამთან ფერგი რო იდგეს და იქედან მსაჯს მიუთითებდეს დროის ამოწურვაზე. ეჰჰ რა მაგარი იყო!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top