იტალიური პრესა, Tuttosport იტყობინება, რომ "ინტერში" ახალი მწვრთნელის, რობერტო მანჩინის მისვლის შემდეგ ნემანია ვიდიჩმა გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მზადაა კლუბი იანვარში გამოიცვალოს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "ნერაძურის" რიგებში უკანასკნელად ნოემბრის დასაწყისში გამოჩნდა და ის ასეთი იშვიათი შანსით კმაყოფილი არ არის.
მიიჩნევა, რომ ლუი ვან გაალი აპირებს "იუნაიტედში" დააბრუნოს ნემანია ვიდიჩი, რომელმაც "ოლდ ტრაფორდზე" ცხრა სეზონი გაატარა.
ვეტერანი მცველის აგენტმა, სილვანო მარტინამ გასულ კვირას მისი კლიენტის "ოლდ ტრაფორდზე" შესაძლო დაბრუნების სპეკულაციების ჩახშობა სცადა.
როცა ჰკითხეს, აპირებდა თუ არა ვიდიჩი მანჩესტერში დაბრუნებას, მარტინას გაეცინა და თქვა: "დიახ, ის უკვე "წითელ ეშმაკებთან" ერთად ვარჯიშობს"
შეგახსენებთ, რომ 2006 წელს მოსკოვის "სპარტაკიდან" "იუნაიტედში" გადასვლის შემდეგ ვიდიჩმა 300 მატჩი ჩაატარა.