"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი მცველი დეილი ბლინდი, ამსტერდამში წლის საუკეთესო სპორტსმენად დაასახელეს. ეს ჯილდო პირველად 1999 წელს დაარსდა და მხოლოდ ჰოლანდიის დედაქალაქში დაბადებულ სპორტსმენებს გადაეცემა. ამ პრემიის გამარჯვებულები თავის დროზე გახდნენ: იაპ სტამი, რუდ გულიტი, დენის ბერგკამპი, რუდ ვან ნისტელროი და სხვა ცნობილი ფეხბურთელები.
Sport Gala awards 2014-ის ცერემონია გუშინ, ამსტერდამში ჩატარდა. შეგახსენებთ, რომ ადრე დეილი 2014 წლის საუკეთესო ჰოლანდიელ მოთამაშედ დაასახელეს.