თბილისი:
მანჩესტერი:
16-12-2014, 19:10
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2715,
კომენტარები: 11
ანდერ ერერამ სკანდალზე კომენტარი გააკეთა
ანდერ ერერა სკანდალს გამოეხმაურა.
ანდერ ერერამ სკანდალზე კომენტარი გააკეთა
ესპანეთში გარიგებულ მატჩებთან დაკავშირებით ძალიან დიდი აჟიოტაჟია ატეხილი. საქმის მიხედვით ამ ყოვლად მიუღებელ მოქმედებაში ბრალდებულია 41 პიროვნება: მოთამაშეები და მწვრთნელები. მათ შორის კი "მანჩესტერ იუნაიტედის" ახალწვეულის, ანდერ ერერას სახელს და გვარსაც ამოიკითხავთ.

ერერას ბრალს დებენ, 2010/2011 წლების სეზონში "ლევანტესა" და "სარაგოსას" შორის გამართულ მატჩში მონაწილეობას. გავრცელდა ხმები რომ "არაგონელებმა" მეტოქეს 1 მილიონი ევრო გადაუხადეს ერთი თამაშისთვის და ანდერიც იმ 10 ფეხბურთელთა შორის შედის, რომლებიც მონაწილეობდნენ გარიგებაში.

ჯერ-ჯერობით არანაირი ოფიციალური ბრალდება არ არსებობს, თუმცა თავად ახალგაზრდა ნახევარმცველმა საკუთარ ფეისბუქზე შემდეგი პოსტი დაწერა:

"არასდროს არ მიმიღია და არც მომავალში მივიღებ მონაწილეობას, გარიგებულ შეხვედრებში. თუ ჩემი დახმარება საჭირო გახდება, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებ გამოძიებასთან, რადგან ჩემი სინდისი სუფთაა. მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და პატიოსანი ქმედება, როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა."

წყარო:carrick.ru
ინტერვიუები
11 კომენტარი
№11
ავტორი: RedGirl
17 დეკემბერი 2014 16:14
  • სიახლეები: 893
  • კომენტარები: 1384
მე ძალიან მიყვარს ფეხბურთი და პატიოსანი ქმედება, როგორც მოედანზე ასევე მის მიღმა.


love

ეე მართალი იქნება :დ ამან რამე როგორ უნდა დააშავოს :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top