თბილისი:
მანჩესტერი:
15-12-2014, 21:25
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2460,
კომენტარები: 14
"იუნაიტედის" გულშემატკივართა ბანერი ჯერარდისთვის
გულშემატკივარმა სტივენ ჯერარდი მასხრად აიგდო.
"მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლივერპულს" სორის გამართულ შეხვედრაში, ბრძოლა როგორც მოედანზე ასევე ტრიბუნაზეც მიმდინარეობდა. გამოცემა The Telegraph ასაჯარობს სურათს, რომელზეც "წითელი ეშმაკების" ქომაგებს ბანერი უჭირავთ ხელში.

"იუნაიტედის" გულშემატკივართა ბანერი ჯერარდისთვის


ბანერზე "ლივერპულელთა" კაპიტნის ცნობილი სურათია გამოსახული, ხოლო მის ზემოთ შემდეგი ტექსტია: ნახვამდის ჯერარდ. დაბრუნდი როცა პრემიერ ლიგას ერთხელ მოიგებ.

ეს გზავნილი ერთდროულად ორ ფაქტს გვახსენებს:

1. 1993 წელს, როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედმა" მოიგო პრემიერ ლიგა 26-წლიანი პაუზის შემდეგ, "ლივერპულის გულშემატკივარმა ასეთი "ენფილდზე" შემდეგი ბანერი გამოფინა:

"იუნაიტედის" გულშემატკივართა ბანერი ჯერარდისთვის


რომეზეც შემდეგი რამ ეწერა:ნახვამდის, ერიკ კანტონა და "მანჩესტერ იუნაიტედო". დაბრუნდით როდესაც 18-ჯერ მოიგებთ პრემიერ ლიგას."

ამის შემდეგ სერ ალექსმა მოახერხა და 12-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და საერთო ჯამში "იუნაიტედის" მუზეუმში ახლა 20 თასი ინახება.

2. "ლივერპულმა" ბოლოს ქვეყნის ძირითადი ჩემპიონატის მოგება შორეულ 1990 წელს მოახერხა და მას შემდეგ ყველაზე ახლოს ამ ტიტულის მოპოვებასთან გასულ სეზონში იყვნენ, თუმცა მათ კაპიტანს და ლიდერს, სტივენ ჯერარდს, გადამწყვეტ მატჩში, რომელიც "ჩელსის" წინააღმდეგ იყო, ფეხი დაუცურდა და ბურთი დემბა ბას ჩააბარა, რომელმაც ძალიან ადვილად მოახერხა "მერსესაიდელების" კარის აღება. ამით დასამარდა "სკაუზერების" ოცნებები. სწორედ ეს მომენია გამოსახული ბანერზეც.


წყარო: carrick.ru
სტატიები
14 კომენტარი
№11
ავტორი: Wardell
16 დეკემბერი 2014 01:25
  • სიახლეები: 427
  • კომენტარები: 1582
dachi_mu,
თუ კარგად წაიკითხავ რა წერია მიხვდები რო ყველაფერი სწორადაა ))) 93-ში რო მოიგო მაგის მერე კიდე 12-ჯერ მოიგო წერია და სულ რამდენი გამოდის მგონი მარტივი არითმეტიკაა
0
№12
ავტორი: Macklemore
16 დეკემბერი 2014 02:42
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
Are you watching mersesydee?!!!
0
№13
ავტორი: RojoDiablo
16 დეკემბერი 2014 08:21
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
Macklemore,
ეგ კაი ჩანტია, მაგრამ ცოტა შეასწორე :D

ისე თუ აკვირდებოდით კვირას ჩვენთან თამაშში რამდენიმეჯერ წაბარბაცდა კიდეც და თითქმის წაიქცა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: DiMaria
16 დეკემბერი 2014 10:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
აუ რა ტიპები არიან wink
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top