თბილისი:
მანჩესტერი:
13-12-2014, 16:15
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2525,
კომენტარები: 15
ფაქტები, ისტორია, ინდივიდუალური სტატისტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედი" "ლივერპულის" წინააღმდეგ.
ფაქტები, ისტორია, ინდივიდუალური სტატისტიკა
"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ლივერპულის" დუელი, რომელიც ბევრისთვის ცნობილია როგორც "ჩრდილო-დასავლური დერბი" ან "დერბი M-64", ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მატჩია არამარტო ინგლისში, არამედ მთელ მსოფლიოში. ამ შეხვედრაში შეგიძლიათ იხილოთ ნამდვილი "საფეხბურთო ბრძოლა", აქ ხომ მოწინააღმდეგეებს ერთმანეთის სიძულვილი აძლიერებთ.

ინგლისის ორი ყველაზე ტიტულოვანი კლუბის დაპირისპირების ისტორია შეიცავს ძალიან ბევრ დასამახსოვრებელ ეპიზოდს. პირადად მე არასდროს დამავიწყდება 2006 წელს გამართული შეხვედრა, რომელშიც უკვე "იუნაიტედის" ლეგენდამ, გარი ნევილმა გამარჯვება პირდაპირ "ლივერპულელ" გულშემატკივართა წინ იზეიმა.

ფაქტები, ისტორია, ინდივიდუალური სტატისტიკა


"ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება იყო ჩემს კარიერაში, ბოლო წუთზე რიო ფერდინანდის მიერ გამარჯვების გოლის გატანის შემდეგ მე მეტოქის ქომაგების ტრიბუნისკენ გავიქეცი, რომელიც იქვე კუთხურის ალამთან იყო. ამით მე მთლიანად გამოვხატე ის გრძნობა, რაც იმ მომენტში დამეუფლა, თუმცა FA-მ განსხვავებული სურათი დაინახა და დამაჯარიმა არასპორტული საქციელისთვის"- აი ასე აღწერა მომენტი თავად გარიმ.

მას შემდეგ ეს ტრადიციად იქცა გარისთვის, დერბიში გამარჯვების შემდეგ ის ყოველთვის მირბოდა მოწინააღმდეგის ტრიბუნასთან. თუმცა რას იზამ "გარი ნევილი ხომ წითელია - ის ვერ იტანს სკაუზერებს".

ფაქტები

ფაქტები, ისტორია, ინდივიდუალური სტატისტიკა


-საკვირაო დერბის განსჯა მარტინ ატკინსონს მიანდეს. ამ სეზონში მან "იუნაიტედის" გასვლით მატჩში იმსაჯა "სანდერლენდის" წინააღმდეგ (1-1). გასულ სეზონში კი "ჩელსის" (0-0), "ევერტონის" (0-1) და "ასტონ ვილას" (4-1).

-გასულ სეზონში "ეშმაკები" მოსისხლე მტერთან ისე დამარცხდნენ გოლის გატანაც კი ვერ მოახერხეს ვერცერთ მატჩში. "ოლდ ტრაფორდზე" გამართული შეხვედრა სტუმრების სასარგებლოდ 3-0 დასრულდა, ხოლო "ენფილდ როუდზე" მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით 1-0 იმარჯვეს. ასეთი რამ ბოლოს 2000/2001 წლების სეზონში მოხდა 0-1 მანჩესტერში, 2-0 ლივერპულში.

-პირველ ტურში განცდილი მარცხის შემდეგ, რომელიც წითლებმა "სუონსისთან" იწვნიეს, ლუი ვან გაალის გუნდს "ოლდ ტრაფორდიდან" მეტოქისთვის 3 ქულა აღარ გაუტანებია. მათ 6 მატჩი მოიგეს და მხოლოდ ერთხელ გაიყვეს მეტოქესთან ქულები.

-"იუნაიტედმა" 2013 წლის მარტის შემდეგ პირველად მოახერხა ზედიზედ 5 მატჩის მოგება. ბოლო "გაქცევა" 7 ზედიზედ გამარჯვებისგან შედგებოდა.

-"მანჩესტერ იუნაიტედი" არის ლიდერი საჯარიმოს მისადგომებიდან გატანილი გოლებით. მათ ამის გაკეთება 7-ჯერ მოახერხეს. მეტიც "ოლდ ტრაფორდზე" ბოლო 6-დან 4 ბურთი კარის ბადეში შორი დისტანციიდან დარტყმის შემდეგ აღმოჩნდა.

ისტორია

-კვირას გასამართი შეხვედრა, რიგით 191-ეა ამ გუნდებს შორის. 75 შეხვედრა "წითელმა ეშმაკებმა" ჩაიწერეს აქტივში, 65 "სკაუზერებმა", ხოლო 51 გამარჯებულის გამოვლენის გარეშე დასრულდა.

-190-დან პრემიერ ლიგის ეგიდით გაიმართა 44 მატჩი. უპირატესობა აქაც ლუი ვან გაალის შეგირდებს აქვთ, მათ 23 შეხვედრა მოიგეს, 13-ჯერ დამარცხდნენ და მხოლოდ 8-ჯერ ეწერა შუქფარზე იდენტური ციფრები.

-პრემიერ ლიგის არსებობის მანძილზე, მხოლოდ მერსესაიდულ დერბიში არის მეტი წითელი ბარათი ნაჩვენები (20), ვიდრე "ჩრდილო-დასავლურში" (15).

-"ოლდ ტრაფორდზე" პრემიერ ლიგის 22 მატჩი გაიმართა ამ გუნდებს შორის. "ოცნებათა თეატრის" ბინადრებმა საკუთარ კედლებში გოლის გატანა 4-ჯერ ვერ მოახერხეს: 2000 წლის დეკემბერი (0-1), 2002 წლის იანვარი (0-1), 2004 წლის აპრილი (0-1) და გასული წლის მარტი (0-3).

-44-დან მხოლოდ ერთი შეხვედრა დამთავრდა ნულოვანი ფრით. ეს 9 წლის წინ მოხდა 2005 წლის სექტემბერში.

ინდივიდუალური მაჩვენებლები

ფაქტები, ისტორია, ინდივიდუალური სტატისტიკა


-ჰოლანდიელმა გოლეადორმა, რობინ ვან პერსიმ, "ლივერპულის" კარის აღება ბოლო 9 შეხვედრაში 6-ჯერ შეძლო. 2 გოლი მან "იუნაიტედის" მაისურით გაუტანა "სკაუზერებს".

-ნემანია ვიდიჩმა ამ დერბიში ყველაზე მეტჯერ, 4-ჯერ მიიღო წითელი ბარათი და ნაადრევად მოუწია გასახდელში წასვლა.

-ბულგარელი ფორვარდი, დიმიტარ ბერბატოვი, არის ერთადერთი მოთამაშე "ჩრდილო-დასავლური დერბის" ისტორიაში, რომელმაც მოახერხა და შეხვედრაში 3 გოლი გაუტანა მეტოქეს. ეს 2010 წლის სექტემბერში მოხდა, "ოლდ ტრაფორდზე" მასპინძლებმა 3-2 იმარჯვეს.

-ყველაზე მეტჯერ მოსისხლე მტრების დამწუხრება უეინ რუნიმ და რაიან გიგზმა შეძლეს, მათ 4-4 გოლი გაუტანეს "ლივერპულს". 3 გოლი დევიდ ბექემის, დიმიტარ ბერბატოვის, დენის ირვინის, ენდი კოულის და მარკ ჰიუზის ანგარიშზეა.


წყარო: carrick.ru
სტატიები
15 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 20:57
  • სიახლეები: 7071
  • კომენტარები: 8687
DiMaria,
გავასწორეთ ეგ რამდენი ხანია და ისე შენც მიხედე წერას, თორემ მეც მეზა"ტ"ება ასეთი კომენტარების კითხვა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: DiMaria
13 დეკემბერი 2014 21:04
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1360
RojoDiablo,
ჯიგარი ხარ შეცდომები რომ გაასწორე, მაგრამ კომენტარებს რას ვუზამ შენი საქმე არაა
0
№13
ავტორი: VaRdo
13 დეკემბერი 2014 21:15
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ხვალ ლივერპულს გადავუგდებ. Come On United
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№14
ავტორი: Macklemore
14 დეკემბერი 2014 04:21
  • სიახლეები: 24
  • კომენტარები: 2125
რა ცუდად მახსოვს კიუიტის ჰედტრიკი. მაგრამ კარგად მახსოვს ბერბას ჰედტრიკიც :D
0
№15
ავტორი: red devil
14 დეკემბერი 2014 11:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
ის მართლა რა გოლები შეაგდო ბერბამ მაგარი იყო
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top