თბილისი:
მანჩესტერი:
12-12-2014, 21:44
ავტორი: Wardell,
ნანახია: 2609,
კომენტარები: 15
ვან გაალის პრეს-კონფერენცია
ლუის ვან გაალის მატჩის წინა პრეს-კონფერენცია.
ვან გაალის პრეს-კონფერენცია
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთვარმა მწვრთნელმა საკვირაო მატჩის წინ პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტებისთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა.

უკვე ჩვეულებად იქცა პრეს-კონფერენციის დაწყება ტრავმირებულბზე ლაპარაკით. ლუიმ გუნდის ამბები გაამხილა: "ახლა მე 4 ტრავმირებული მყავს და ეს ჩემს აქ ყოფნაში საუკეთესო შედეგია. მხოლოდ ლუკ შოუს, კრის სმოლინგის, ანხელ დი მარიას და დეილი ბლინდის გამოყენება არ შემიძლია, რაც შეეხება ფალკაოს, ვფიქრობ მას შეუძლია სრულფასოვანად დაბრუნება."

ჟურნალისტებმა მთავარ მწვრთნელს ჰკითხეს იმის შესახებ, აანალიზებენ თუ არა ფეხბურთელები "ლივერპულთან" შეხვედრის მნიშვნელობას:

"მე დიდებული ასისტენტი მყავს რაიან გიგზის სახით, მან შემდეგი, "ლივერპულთან" გასამართი მატჩისთვის შესანიშნავი ანალიზი მოამზადა, მე მოხიბლული ვარ ამით."

ვან გაალმა მოწინააღმეგეზეც ისაუბრა: "როდესაც ჩვენ ტურნეზე ვიყავით, სამწვრთნელო შტაბის თითოეული წევრი მესაუბრებოდა ამ დიდებულ დაპირისპირებაზე. ვფიქრობ მათ კვლავ შესწევთ ძალა იბრძოლონ ოთხეულისთვის და მათაც სჯერათ ამის, რადგან ძალიან კარგი გუნდი ჰყავთ. ჩვენ მსგავსად, მათაც ძალიან ბევრი ტრავმირებული ჰყავთ, რაც ძალიან დიდი პრობლემაა."

ლუის ჰკითხეს იქნება თუ არა მისი გუნდი მდევრის როლში და იბრძოლებს თუ არა "სიტის" და "ჩელსის" წინააღმდეგ: "არა! მე მსურს დავიკავო მათი ადგილი, არ მინდა მდევრის როლში ვიყო. თუმცა ახლა უნდა ვიცხოვროთ დღევანდელი დღით. ჩვენ გვაქვს მატჩი "მერსესაიდელების" წინააღმდეგ და აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ, ამის შემდეგ შეიძლება სხვა რამეზე ფიქრიც."

წითლების მენეჯერმა "ოლდ ტრაფორდის" აუღებელ ციხე-სიმაგრედ ქცევის მნიშვნელობაზეც ისაუბრა: "ენით აღუწერელი იმედგაცრუება იყო, როდესაც ჩვენ პირველივე მატჩი წავაგეთ საკუთარ კედლებში, თუმცა მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. "ლივერპულის" დამარცხება კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას რომ, "ოლდ ტრაფორდი" ისევ საშიში ადგილი ხდება."


www.manutd.com
პრესკონფერენცია
15 კომენტარი
№11
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 08:24
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
Stivi Ji,
შენ როგორც მივხვდი ლივერპულის ფანი ხარ, მაგრამ როჯერსი არ გევასება არა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№12
ავტორი: chudikone
13 დეკემბერი 2014 09:03
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოუთმენლად ველოდები მატჩს :(
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№13
ავტორი: RojoDiablo
13 დეკემბერი 2014 09:13
  • სიახლეები: 7065
  • კომენტარები: 8687
ესე იგი დი მარია არ გვეყოლება. სამწუხაროა, მაგრამ არაუშავს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
If You Can't Support Us When We Lose, Don't Support Us When We Win
№14
ავტორი: Berba 9
13 დეკემბერი 2014 12:45
  • სიახლეები: 278
  • კომენტარები: 1500
ეს უკვე შემართებაა და უკვე ნამდვილი მანჩესტერელი ვან გაალი გვყავს! ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
The City Is Yours?
The City Is Yours?
20,000 empty seats!
Are You Fucking Sure?
№15
ავტორი: red devil
14 დეკემბერი 2014 06:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
მათი ადგილის დაკავება გსურს? გსურს კაია უნდა გერგებოდეს ;) ასე რო ათამაშე გუნდი წესიერად
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top