"მანჩესტერ იუნაიტედის" ჰოლანდიელი ფორვარდი რობინ ვან პერსი "წითელი ეშმაკების" თავდამსხმელების შესახებ საუბრობს.მან აღიარა,რომ ის აღფრთოვანებულია ხავიერ ერნანდესით,რადგან მექსიკელი თავს არ ზოგავს გუნდის წარმატებისათვის.მიმდინარე სეზონში ჩიჩარიტომ არაერთი ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა მეტოქის კარში.
"დენი უელბეკი და ხავიერ ერნანდესი არიან ისეთი ფორვარდები,რომლებსაც შეიძლება ყოველთვის ენდო.მე ძალიან ბევრს ვსწავლობ მათგან.მაგალითად მე მომწონს ჩიჩარიტოს ენთუზიაზმი,როდესაც ის მოედანზე შემოდის, ყოველთვის განსაკუთრებული მუხტი შემოაქვს თამაშში.ის ყოველთვის ცდილობს გაკრვეული გარდატეხა შეიტანოს თამაშში." - განაცხადა რობინმა
"ბოლო რამოდენიმე მატჩია ჩიჩარიტოს არ მიეცა სათამაშო დრო,მაგრამ ის მაინც თავდაუზოგავად მუშაობს,ვარჯიშობს და ეს ყველასთვის სამაგალითოა.იგივე მდგომარეობაა უელბეკთან,რომელსაც არ აქვს ბევრი სათამაშო დრო,მაგრამ მის დროს ელოდება და ყველაფერს აკეთებს განვითარებისათვის.გუნდს პროფესიონალი თავდამსხმელები ყავს მათი ჩათვლით.ჩვენ ვთამაშობთ ჩვენი გუნდის წარმატებისათვის." - დაასრულა ვან პერსიმ.