ფეხბურთის ექსპერტმა მოსისხლე მტრებისგან გუნდი დააკომპლექტა.
მანამ სანამ მოსისხლე მტრები, "მანჩტესტერ იუნაიტედი" და "ლივერპული" ერთმანეთს რქებით მიაწვებიან, Sky Sport-მა სთხოვა ფეხბურთის ექსპერტს, ჩარლი ნიკოლას ამ ორი გუნდის ფეხბურთელებისგან თერთმეტეული შეედგინა.
ნიკოლასზე ლივერპულის დაცვამ უფრო უარყოფითად მოახდინა შთაბეჭდილება ამ სეზონში და ჩარლის თქმით, რომ არა ტრავმები, უკანა ხაზი მთლიანად "ეშმაკებით" იქნებოდა დაკომპლექტებული. თუმცა რაჰიმ სტერლინგი და სტივენ ჯერარდი წამყვანი ფიგურები იქნებიან მის მიერ შედგენილ ფეხბურთელთა ნახევარდაცვაში.
ჩარლის გუნდი სურათზეა მოცებული, ჩვენ კი თქვენ გთხოვთ, რომ კომენტარის სახით საკუთარი გუნდი შეადგინოთ და შეადაროთ ფეხბურთის ექსპერტის მიერ შედგენილ გუნდს. მაშ ასე, ჩარლის გუნდი:
"
დე ხეას ძალიან უადვილდება ბურთების მოგერიება. ის შესანიშნავად გამოიყურება მიმდინარე სეზონში, რასაც ვერ ვიტყვით სიმონ მინოლეზე."
"მე ვაპირებ დაცვის მარჯვენა ფლანგზე
გლენ ჯონსონი ავირჩიო, რადგან ნამდვილად არ მაქვს ალტერნატივა. ქრის სმოლინგიც და ფილ ჯონსიც ტრავმირებულები არიან. დაცვის ცენტრში არ ავირჩევ არცერთ "ლივერპულის" ფეხბურთელს, რადგან ისინი ამას არ იმსახურებენ, ასე რომ ისევ
ჯონი ევანსსა და
მარკოს როხოზე შევაჩერებ არჩევანს. მარცხენა ფლანგზე ვისურვებდი ლუკ შოუ მყოლოდა. მიუხედავად იმისა რომ "იუნაიტედში" სეზონი ცუდად დაიწყო, იგი ახლა ტრავმირებულია, თუმცა ჩემს გუნდში მას ვიხილავდი. ახლა კი
ხოსე ენრიკეს ავირჩევ, რომელიც მართლაც მომწონს."
"ნახევარდაცვას და დაცვას ერთი ფეხბურთელით დავაკავშირებ. როგორც
მაიკლ ქერიქის დიდი გულშემატკივარი, მე მას ამ პოზიციაზე ვიხილავდი. მის წინ იქნებიან
სტივენ ჯერარდი, რომელსაც გარანტიტებული აქვს ადგილი ჩემს გუნდში, მას კი მხარს
რაჰიმ სტერლინგი და
ანდერ ერერა აუბამდნენ, რომელთა თამაშიც ნამვილად მომწონს."
"შეტევაში აუცილებლად უნდა იყოს
უეინ რუნი და გამომდინარე იქიდან, რომ "ლივერპული" კარგი ფორვარდის დეფიციტს განიცდის, რუნის
რობინ ვან პერსისთან შევაწყვილებ."
ჩარლის მოსაზრება"კვირას გამართული მატჩი იქნება კლასიკა! ეს იქნება ხარისხის დეფიციტის მქონე მატჩი, მაგრამ იქნება მაღალი ტემპი. არ ვიქნები გაოცებული თუ წითელ ბარათსაც ვიხილავთ. რაოდენ ცუდია ახლა "ლივერპულიც" ისეთია მათი დაცვაც, მაგრამ მიმაჩნია რომ ისინი დაცვაზე გაამახვილებენ ყურადღებას და ეცდებიან "იუნაიტედის" გაწბილებას. ვფიქრობ მათ კარის მშრალად შენახვა შეუძლიათ და ქულის წამოღება ოლდ ტრაფორდიდან."წყარო:
SkySPORTS